შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების -
FR-18-718 „მაღალმთიანი რურალური რეგიონებისათვის არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის დადგენის ინტეგრირებული მეთოდოლოგიის შემუშავება საქართველოს მაგალითზე“ - შედეგები
NFR-18-3667 "ქ. თბილისის რეგიონის მტვრით, PM2.5 და PM10 - ნაწილაკებით დაბინძურების გამოკვლევა და პროგნოზი" - შედეგები
ჩვენი კრებული ციფრულ ბიბლიოთეკებში
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი შეიქმნა 1953 წელს თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური (გეოფიზიკური) ობსერვატორიის (1844 წ.) ბაზაზე.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წ. 10 მარტის # 293 დადგენილების საფუძველზე 1992-2005 წლებში ინსტიტუტი იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სისტემაში.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N#58 დადგენილებით ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ ინსტიტუტი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის # 210 დადგენილებით ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი რეორგანიზებული იქნა სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად როგორც დამოუკიდებელი სანეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
ინსტიტუტი ახორციელებს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის გამოკვლევებს მეტეოროლოგიის (ატმოსფეროს ფიზიკის), აგრომეტეოროლოგიის, ჰიდროლოგიის (ჰიდროსფეროს ფიზიკის), კლიმატისა და მისი ცვლილების, ბუნებრივი გარემოს გაჭუჭყიანების, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და რესურსების შესწავლას, ატმოსფერული პროცესების რეგულირებას, საშიში ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების კვლევასა და მათთან ბრძოლის მეთოდების დამუშავებას.



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
· წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე (1.0 საშტატო ერთეული);
განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 18 ივლისიდან 20 ივლისის ჩთვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 150გ, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, პასუხისმგებელი პირი ნაილი კაპანაძე, ტელ: 555 48 84 09, 032 295 10 47, 032 265 03 22.
კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 25 ივლისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 25 ივლისს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.
კონკურსის წესი და პირობები.