II
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი ©2017. ყველა უფლება დაცულია
 
     კლიმატოლოგია და აგრომეტეოროლოგია ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან მის უმნიშვნელოვანეს სტრუქტურებს შეადგენდნენ. ისინი წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახელწოდების დანაყოფების სახით: მეტეოროლოგიის და კლიმატოლოგიის განყოფილება, აგრომეტეოროლოგიის განყოფილება, კლიმატოლოგიის ლაბორატორია, კლიმატის მოდელირების ლაბორატორია, აგრომეტეოროლოგიის ლაბორატორია, აგრომეტეოროლოგიური მოდელირების ლაბორატორია.
განყოფილებებს და ლაბორატორიებს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები იასონ ცუცქირიძე, გიორგი მელაძე, ელიზბარ ელიზბარაშვილი, მეცნიერებათა დოქტორები შალვა ცერცვაძე, ნოდარ ასლანიკაშვილი
, ჯემალ ვაჩნაძე, ღუდუშა არველაძე. დანაყოფებში მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი კლიმატოლოგები და აგრომეტეოროლოგები, როგორც გ.ჭირაქაძე, შ.მოსიძე, ი.კვარაცხელია, შ.გავაშელი, შ.დარჩია, ე.დვალი, ე.სუხიშვილი, ვ.გაგუა, მ.ხვიჩია, რ.კორძახია, ღ.არველაძე, მ.თუთარაშვილი, მ.არდია, ნ.ბიძინაშვილი, გ.ჩიკვაიძე, შ.თევზაძე, თ.თურმანიძე, კ.თავართქილაძე, ლ.პაპინაშვილი  და სხვ.
       2006 წელს შეიქმნა ამ განყოფილებების და ლაბორატორიების მემკვიდრე - კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილება, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი.

განყოფილების კვლევის ძირითადი მიმართულებებია:
• მთის კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის პრობლემები

სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენები
საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური რესურსები
კლიმატის ცვლილება და მოდელირება
აგროკლიმატური პროგნოზები

განყოფილებაში 2000 წლიდან მიმდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული რეგიონების კლიმატის, კლიმატური და აგროკლიმატური რესურსების კვლევა. შესრულებულია რამოდენიმე რეგიონის კლიმატური და აგროკლიმატური გამოკვლევა, რომელიც გამოცემულია სერიით „საქართველოს ჰავა’’ (საქართველოს ჰავა. ტომი. 1, აჭარა, 2003; საქართველოს ჰავა. ტომი. 2, აფხაზეთი, 2006; საქართველოს ჰავა. ტომი. 3, სამეგრელო-ზემო სვანეთი, 2010; საქართველოს ჰავა. ტომი. 4, გურია, 2011; საქართველოს ჰავა. ტომი. 5, შიდა ქართლი, 2016; საქართველოს ჰავა. ტომი. 6, იმერეთი, 2019; საქართველოს ჰავა. ტომი 7, კახეთი, 2020; საქართველოს ჰავა. ტომი 8, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, 2021).
საქართველოს კლიმატოლოგიური და აგრომეტეოროლოგიური გამოკვლევების განვითარებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო განყოფილებაში შესრულებული „საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური ატლასი“ (2011)
. ატლასი წარმოადგენს ქართველი კლიმატოლოგების და აგრომეტეოროლოგების მრავალწლიური კვლევების შეჯამების შედეგს. მასში  წარმოდგენილია 112 თემატური რუკა საქართველოს კლიმატის, კლიმატური და აგროკლიმატური რესურსების შესახებ.