ლადო ქალდანი

გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

 

მანანა სალუქვაძე

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, გეოგრაფიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი


„თეთრი სიკვდილი“, „თეთრი ფათერაკი“, „თეთრი ურჩხული“ - ასე უწოდებენ თოვლის ზვავს სხვადასხვა ქვეყანაში.

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების ლადო ქალდანის და მანანა სალუქვაძის მონოგრაფიაში "თოვლის ზვავები საქართველოში" წარმოდგენილია ცნობები თოვლის ზვავებზე და აღწერილია მათი ჩამოსვლით გამოწვეული კატასტროფები, ზოგადად და მათ შორის, საქართველოში. განხილულია თოვლის საფარი, ზვავწარმომქმნელი ფაქტორები, ზვავების კლასიფიკაცია და ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებები.