II
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი ©2017. ყველა უფლება დაცულია
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის  სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

· ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე;

·       ამინდის პროგნოზირების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე;

·       წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე;

·       კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე

განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 150გ, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, პასუხისმგებელი პირი ნაილი კაპანაძე, ტელ: 555 48 84 09, 032 295 10 47, 032 265 03 22.
კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 26 აპრილს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2023 წლის 27 აპრილს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე: http://www.ecohydmet.ge/
კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2023 წლის 02 მაისის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: http://www.ecohydmet.ge/
II. საკონკურსო პირობები
სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს:
ა)  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება (აუცილებელია საკონკურსო თანამდებობის მითითება; განცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ინსტიტუტში) აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) CV - ავტობიოგრაფია;
დ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
ე) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი;
ვ) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტებისა და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
თ) 2 ფოტოსურათი 3X4;
ი) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში).
III. კონკურსის ჩატარების წესი
კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში და უნივერსიტეტისა და ცენტრის ვებ-გვერდებზე;
საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.