logo
eng geo
მთავარი > ინსტიტუტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი შეიქმნა 1953 წელს თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური (გეოფიზიკური) ობ­სერ­ვატორიის (1844 წ.) ბაზაზე. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინე­ტის 1992 წ. 10 მარტის # 293 დადგენილების საფუძ­ველზე 1992-2005 წლებში ინსტიტუტი იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნული აკადემიის სისტემაში.

Image Institute

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N#58 დად­გე­­ნილებით ,,სახელმწიფო სამეცნიერო–კვლევით დაწესებუ­ლე­ბათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შე­სახებ“ ინსტი­ტუტი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის # 210 დადგენილებით ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი რეორ­გა­ნიზებული იქნა სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად როგორც დამოუკიდებელი სანეც­ნი­ე­რო-კვლევითი ინსტიტუტი.

Image Institute

ინსტიტუტი ახორციელებს ფუნ­და­მენტური და გამოყე­ნე­ბი­თი ხასიათის გამოკვლევებს მეტეო­როლოგიის (ატმოსფეროს ფიზიკის), აგრომეტეოროლოგიის, ჰიდ­რო­ლოგიის (ჰიდრო­სფეროს ფიზიკის), კლიმატისა და მისი ცვლილების, ბუნებრივი გარემოს გაჭუჭ­ყი­ა­ნების, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და რესურსების შესწავლას, ატმოს­ფე­რული პროცესების რეგულირებას, საშიში ჰიდრომეტეო­რო­ლოგიური მოვლენების კვლევასა და მათთან ბრძოლის მეთოდების დამუშავებას.

Image Institute
ისტორია
history
დებულება
debuleba debuleba