logo
eng geo
მთავარი > პროექტები > პროექტი

მაღალმთიანი რურალური რეგიონებისათვის არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის დადგენის ინტეგრირებული მეთოდოლოგიის შემუშავება საქართველოს მაგალითზე

შემსრულებლები: ნათელა ძებისაშვილი, ნუგზარ ბუაჩიძე, გიორგი ბერეჩიკიძე, ნარინე არუთინიანი


2019-2022 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე შესრულდა პროექტი „მაღალმთიანი რურალური რეგიონებისათვის არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის დადგენის ინტეგრირებული მეთოდოლოგიის შემუშავება საქართველოს მაგალითზე“ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვთ ზღვის დონიდან 1 500 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე დასახლებებს, გარდა ამისა საქართველოს მთავრობის დადგენილებით მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ზღვის დონიდან 1 500 მეტრ სიმაღლეზე ქვემოთ მდებარე დასახლებასაც, რომელიც აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება დიდ და მცირე კავკასიონზეა:

  • აღმოსავლეთ კავკასიონზე (მუნიციპალიტეტები: ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი, მცხეთა, ახმეტა);
  • დასავლეთ კავკასიონზე (მუნიციპალიტეტები: მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ამბროლაური, ონი, წყალტუბო);
  • მცირე კავკასიონზე (მუნიციპალიტეტები: ქედა, ხულო, შუახევი, ჩოხატაური, წალკა, დმანისი, ბოლნისი, თეთრიწყარო, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა, ახალქალაქი).

მაღალმთიან დასახლებებს შორის უპირატესად სოფლის (98.5 %), მცირე რაოდენობით კი დაბის (1%) და ქალაქის (0.5%) კატეგორიის დასახლებებია.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ რეგიონებში (რუკა 1) განხორციელდა შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის შესწავლა.

Image Institute

FR-18-718 „მაღალმთიანი რურალური რეგიონებისათვის არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის დადგენის ინტეგრირებული მეთოდოლოგიის შემუშავება საქართველოს მაგალითზე“ შემსრულებლები: ნათელა ძებისაშვილი, ნუგზარ ბუაჩიძე, გიორგი ბერეჩიკიძე, ნარინე არუთინიანი 2019-2022 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე შესრულდა პროექტი „მაღალმთიანი რურალური რეგიონებისათვის არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის დადგენის ინტეგრირებული მეთოდოლოგიის შემუშავება საქართველოს მაგალითზე“ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვთ ზღვის დონიდან 1 500 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე დასახლებებს, გარდა ამისა საქართველოს მთავრობის დადგენილებით მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ზღვის დონიდან 1 500 მეტრ სიმაღლეზე ქვემოთ მდებარე დასახლებასაც, რომელიც აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება დიდ და მცირე კავკასიონზეა: · აღმოსავლეთ კავკასიონზე (მუნიციპალიტეტები: ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი, მცხეთა, ახმეტა);· დასავლეთ კავკასიონზე (მუნიციპალიტეტები: მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ამბროლაური, ონი, წყალტუბო);· მცირე კავკასიონზე (მუნიციპალიტეტები: ქედა, ხულო, შუახევი, ჩოხატაური, წალკა, დმანისი, ბოლნისი, თეთრიწყარო, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა, ახალქალაქი). მაღალმთიან დასახლებებს შორის უპირატესად სოფლის (98.5 %), მცირე რაოდენობით კი დაბის (1%) და ქალაქის (0.5%) კატეგორიის დასახლებებია. პროექტის ფარგლებში შერჩეულ რეგიონებში (რუკა 1) განხორციელდა შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის შესწავლა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მქონე დასახლებებში დაახლოებით 331.4 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით 28%-ით ნაკლებია. ამასთან, მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის წილი ქვეყნის მოსახლეობაში დღეისათვის დაახლოებით 6%-ს შეადგენს. საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის დაახლოებით 30% ცხოვრობს ზღვის დონიდან 1500 მ-ზე ზემოთ. მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის 50% ცხოვრობს მცირე კავკასიონის არეალში, 30% - დიდი კავკასიონის არეალში.

მაღალმთიანი დასახლებები გვხვდება საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა თბილისისა. მათი ჯამური რაოდენობა შეადგენს 1796-ს და მოიცავს 47 მუნიციპალიტეტს. ჩვენს მიერ შესწავლილი მაღალმთიან დასახლებათა სიმრავლით გამოირჩევა მცხეთა-მთიანეთის (396) და სამცხე ჯავახეთის (223) რეგიონები. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით ამჟამად სარგებლობს 237 158 ბენეფიციარი, რაც 2021 წლისათვის შეადგენს მოსახლეობის 6.36 %-ს.

Image Institute

მაღალმთიან დასახლებათა 30% მდებარეობს ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე, 1000 დან 1500 მდე მეტრამდე 40%, ხოლო 1500 მეტრს ზემოთ 30%. მათი 40% მნიშვნელოვნადაა მოწყვეტილი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს, რაც უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია რთულად მისასვლელი გზებით და სხვა მნიშვნელოვანი სტრუქტურული სისუსტეებით - ესენია ეკონომიკის სუსტი დივერსიფიკაცია, მოსახლეობის მიგრაცია, უკიდურესი სიღარიბე, სუსტი ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვის სტრუქტურული ერთეულების ნაკლებობა, საჯარო სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა და სხვა. ყოველივე ეს მოცემულ რეგიონებში განაპირობებს საქართველოში გავრცელებული პრობლემის - არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის დიდ ალბათობას და მოითხოვს აღნიშნული პრობლემის კომპლექსურ გადაწყვეტას. FR-18-718 პროექტის მიზანს წარმოადგენდა არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელიც პროექტის მსვლელობისას შემოწმებულ იქნა საველე (საექსპედიციო და აეროგრაფული) სამუშაოების საშუალებით. დადგენილია, რომ პროექტის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგია კარგად აღწერს და საკმაოდ ახლოსაა იმ რეალურ სურათთან, რომელსაც აკვირდებოდა სამუშაო ჯგუფი მოცემულ რეგიონში განხორციელებული საველე სამუშაოების პირობებში.

რეკომენდირებული

weather
ამინდის პროგნოზირების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირ...

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში პირველივე დღიდან ფუნქციონირებს ჰიდროლოგიის

weather
კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილება...

კლიმატოლოგია და აგრომეტეოროლოგია ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის

weather
საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვების რაოდენობის და მო...

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების (მსნ) რაოდენობის და მორფოლოგიური შემადგენლობის კვლევ...