ნაშრომში გაანალიზებულია გავლილი საუკუნის მანძილზე ჰაერის ტემპერატურისა და ნალექების ცვალებადობა საქართველოს სამი კლიმატური ოლქის მახასიათებელ მეტეოსადგურებზე (თბილისი, ქუთაისი, ახალქალაქი), აგრეთვე ძლიერი ქარების რეჟიმის ტრენდები თბილისსა და ქუთაისში. შეფასებულია შერჩეულ სადგურებზე ტემპერატურული მახასიათებლების რეპრეზენტატულობა შესაბამისი ოლქების ტერიტორიისთვის. დადგენილია სამივე სადგურზე საშუალო სეზონური და წლიური ტემპერატურებისა და ნალექთა ჯამების ცვლილების კანონზომიერებანი 30-წლიან კლიმატურ პერიოდებს შორის. განხილულია გავლილი ნახევარი საუკუნის მანძილზე ცენტრალური კავკასიონის ზოგიერთი მყინვარის დინამიკის მახასიათებლები. შეფასებულია საქართველოს რეგიონების მოწყვლადობა კლიმატის ცვლილების მიმართ, აგრეთვე ეკონომიკის წამყვანი დარგებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების მგრძნობიარობა კლიმატური პარამეტრების მიმართ. განხილულია საქართველოში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის საკითხები.
ნაშრომი განკუთვნილია კლიმატის ცვლილების პრობლემაზე მომუშავე სპეციალისტთა ფართო წრისთვის. მასში მიღებული შედეგები შეიძლება გამოყენებული იქნას ქვეყანაში კლიმატის ცვლილების მიმართ სისტემების მოწყვლადობის შესაფასებლად, შესაბამისი საადაპტაციო ღონისძიებების შესამუშავებლად და სამხრეთ კავკასიის რეგიონში კლიმატის მოსალოდნელი ცვლილების საპროგნოზო სცენარებში გასათვალისწინებლად.

The variation of air temperature and precipitation during the past century is analyzed at 3 meteorological stations (Tbilisi, Kutaisi, Akhalkalaki) typical for three climatic regions of Georgia, as well as trends in high winds regime in Tbilisi and Kutaisi. The representation degree of temperature features at the selected stations for the entire territories of relevant regions is assessed. The regularities of seasonal and annual variation of air temperature and sums of precipitation between 30-year climate periods are established. The dynamics of some glaciers at the central part of Greater Caucasus is discussed for the past half-a-century. The vulnerability of Georgia’s different regions to climate change is assessed, as well as sensitivity of main sectors of economy and natural ecosystems to climate parameters. Some aspects of climate change policies in Georgia are discussed.


The monograph is intended for the wide range of experts in the field of climate change. Obtained data can be used for the assessment of vulnerability of different systems to climate change in Georgia, for preparation of corresponding adaptation measures and application to scenarios of predicted climate change in South Caucasus region.