II
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი ©2017. ყველა უფლება დაცულია
 

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში პირველივე დღიდან ფუნქციონირებს ჰიდროლოგიის განყოფილება. დაარსებიდან დღემდე მრავალი კვლევა და სამცნიერო სამუშაო ხორციელედება განყოფილებაში. მრავალი მეცნიერი აღზარდა და დააყენა სამეცნიერო გზაზე.
25 წლის განმავლობაში მას ხელმძღვანელობდა პროფესორი გ.  ხმალაძე. მისი ხელმძღვანელობით მრავალი კვლევა ჩატარდა, გამოიცა მონოგრაფიები და შესრულდა უამარავი სამეცნიერო სამუშაოები. 1969 წელს გამოქვეყნდა ფუნდამენტური გამოყენებითი ცნობარი დასავლეთ ამიერკავკასიის წყლის რესურსების შესახებ; სადაც განხილული იყო მდინართა რეჟიმი, როგორც მყარი ჩამონადენი ისე ჩამონადენის შიდაწლიური განაწილება, ტბების, წყალსაცავები და მყინვარების ანალიზი. 1978 წელს გამოაქვეყნა მონოგრაფია კავკასიის შავისზღვისპირა მდინარეთა მყარი ნატანის შესახებ. სადაც გაცემული იყო რეკომენდაციები  სანაპირო ზოლისა და პლიაჟების დაცვის შესახებ. სწორედ ამ ნაშრომმა დაიმსახურა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია. 1974 წელს ჰიდროლოგიის ლაბორტორიის გამგის ვასილ ცომაიას მიერ გამოქვეყნდა ცნობარი სადაც მოცემლია 178 მდინარის, 31 ტბის და 7 წყალსაცავის აღწერა.
განყოფილებაში მუდამ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცეოდა ჰიდრომეტეოროლოგიურ სტიქიურ მოვლენებს: წყალმოვარდნებს, წყალდიდობებს, ღვარცოფებსა და ზვავების შესწავლას. ამ სამუშაოებში ჩართული იყვნენ გ. ხმალაძე, გ. სვანიძე, ვ. ცომაია, გ. როსტომოვი. ექსპედიციებიდან მიღებული მონაცების დამუშავების საშუალებით გაიცემოდა საჭირო რეკომენდაციები კატასტროფის შერბილებისათვის. 
1987-1994 წლებში განყოფილებას ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი გივი სვანიძე. მისმა მონოგრაფიამ - „ჰიდროლოგიურ რიგების მათემატიკური მოდელირება“ -დაიმსახურა თბილისის სახელმწიფო უნივერსსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახ. პირველი პრემია. გივი სვანიძის ხელმძღვანელობით აშშ-ში გამოქვეყნდა მონოგრაფია „საშიში ჰიდრომეტეოროლგიური მოვლენები კავკასიაში.“ ასევე დიდი როლი ითამაშა ამიერკავკასიის ქვეყნების ეკონომიკაში „ამიერკავკასიის წყლის რესურსები“ მონოგრაფიამ (1988 წ).
1994 - 2009 წლებში განყოფილებას ხელმძღვანელობდა ვ. ცომაია, რომელმაც წყლის რესურსების დაცვის მიზნით გამოცა მონოგრაფია „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და მათი გამოყენების პრობლემები“. განყოფილებაში ასევე ფართომასშტაბიანი კვლევები ტარდება ჰიდროლოგიური საპროგნოზო მეთოდების შესამუშავებლად. ცისანა ბასილაშვილის მიერ დამუშავდა აგრეთვე ჩამონადენის პროგნოზირების მოდიფიცირებული სტატისტიკური მეთოდი, რომელიც გამოსადეგია ნებისმიერი მთიანი რეგიონებისათვის. მის გამოყენებით შემუშავდა საქართველოს ყველა ძირითადი მდინარის საკვანძო ჰიდროკვეთში ჩამონადენის საპროგნოზო მეთოდები წლის სხვადასხვა ვადისთვის.
აღსანიშნავია, ასევე ვასლი ცომაიას მიერ გლაციოლგიაში მიღებული კვლევითი სამუშაოების შედეგები, რომელიც დღესაც აქტულურია. მისი შესწავლილია თოვლის საფრი, მყინვარების მახასიათებლები და გაზომივის მეთოდების ასპექტები. ცომაიას მიერვე გამოიცა თოვლ-აგეგვის მასალები საქართველოს მდინარეთა აუზებში.
სიახლეს წარმოადგენს კლდე-ზვავებით, მეწყერებით, თოვლის ზვავებითა და მყინვარული გამონატანით ჩახერგილ მდინარის უბნებზე დაგუბება-გარღვევასთან დაკავშირებული წყალმოვარდნების შესწავლა, რის საფუძველზეც შედგენილია მონოგრაფია “ნაზღვლევი წყალმოვარდნები საქართველოში და მათი საშიშროების თავიდან აცილების რეკომენდაციები” ვასილ ცომაიას, თენგიზ ცინცაძის და სოფიო გორგიჯანიძის ავტორობით.
აღსანიშნავია თოვლის ზავავის შესწავალა, რომელიც დღესაც აქტიურად მიმდინარეობს განყოფილებაში. სწორედ ვ.ცომაია, კ. აბდუშელიშვილი, და ვ. ჩიტაძე იყვნენ ზვავსაშიში რაიონების რუკის ავტორები (1971). აგრეთვე დიდი წვლილი მიუძღვით ლადო ქალდანს და მანანა სალუქვაძეს ზვავების შესაწვლის, მათ გენეზისი, გავრცელების და მექანიზმის დამუშავებასა და ანალიზში. მომზდდა მრავალი მონოგრაფია და მასალები. გამოირჩევა 2018 წელს მანანა სალუქაძის მიერ გამოცემული - „საქართველოს თოვლის ზვავების კადასტრი“. სადაც ფაქტობრივად მოცემული საქრთველოს ყველა რაიონის ზვავსაშიში ადგილები, მათი გავრცელების არიალი და მათგან მიყენეული ზარალი. ასევე რეკომენდაციები სტიქიის თავიდან აცილების მიზნით. ეს სამუშაოები ამჟამადც გრძელდება ახალგაზრდა მეცნირების მიერ საქართველოს მასშტაბით.
1950 წლიდან ინსტიტუტი ჩაერთო ღვარცოფების ნაკადების შესწავალაში. 1965 წელს კი მომზადდა  „ჩრდილოეთ კავკასიის და ამერკავკასიის ღვარცოფსაშიში მიდინარეების კატალოგი“. ი. ხერხეულიძის მიერ განხორცილედა უამარავი და ფართობმასშტაბიანი სამუშაოები ღავარცოფსასშიში ზონების შესასწავლად, ასევე შემუშავდა ღვარცოფებისგან რკინაბეტონის ასაწყობი გამჭოლი დამცავი და მარეგულირებელი ნაგებობები. სხვადსხვა საექსპედიციო მასლების დამუშავება ღავცოფსაშიში უბნების გამოკვლევები მდინარეთა აუზებში. ამ მასალების საფუძველზე შესრულად საქართველოს ტერიტორიის დარაიონება ღვარცოფსაშიშროების ხარისხის მიხედვით.
გამოირჩევა გ
.სვანიძის ხელმძღვანელობით მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში განხილულიატრასეკასსაავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებზე სტიქიური გლაციოჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების, მათ შორის ზვავსაშიშროების თავისებურებათა შეფასებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემუშავების პრობლემები.
1960 წელს აღსანიშნავია  მელიორაციული ჰიდროლოგიის მიმართულება. ამ განხრით ტექნ.მეცნ.კანდ. გ.ჩიკვაიძის ხელმძღვანელობით ამიერკავკასაში სარწყავი მიწების ჰიდროლოგიური და აგრო-მეტეოროლოგიური რეჟიმის, წყლის, სითბური და მარილების ბალანსების შესწავლა დაიწყო. საველე ექსპერიმენტული სამუშაოების შესასრულებლად 1965 წ. სოფ.ძველ ანაგაში (სიღნაღის რაიონი) შეიქმნა ჰიდრომეტინსტიტუტის წყალბალანსური ექსპედიცია.
2009 - 2018 წლამდე განყოფილებას სათავეში ჩაუდგა სათავეში ნ. ბეგალიშვილი, რომლის დროსაც შერულდა მრავალი სამუშაო. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გამოიცა მრავლი ნაშრომი და მონოგრაფია. განყოფილებაში ინტენსიურად მუშაობდნენ საქართველოში კლიმატის ცვილებების ფონზე ჰიდროლოგიური სტიქიური მოვლენების კვლევებზე. გამორჩეული იყო ბუნებრივი სტიქიური მოვლენების: წყალმოვარდნების, წყალდიდობების, ღვარცოფებისა და ზვავების შესწავლა. აგრეთვე სხვადსხვა ეკოლოგიური და ღრუბლების აქტივობის პროცესების კვლევა. მუშაობდნენ აქტიური ზემოქმედების, ჰიდროლოგიური პროცესების მოდელირების განვითარებაზე.  
2018 წლიდან დღემდე განყოფილებას ხელმძღვანელობს სოფიო გორგიჯანიძე. განაყოფილებაში 13 თანამშრომელია. მუშაობენ როგორც ახალ, ასევე ძველი მონაცემების საფუძველზე ჰიდროლოგიური მიმართულებებზე:
1. ჰიდროლოგირური სტიქიური მოვლენები, რომელიც მოიცავს: ზვვავებს, წყალმოვარდნებს, ნაზღვლევე წყალმოვარდნებს და წყალდიდობებს;
2. მდინარეთა ჩამონადენის პროგნოზების განსაზღვრა და ანალიზი;
3. ზვავების ცალკეული სისტემური დამუშავება და განსაზღვრა;
4. მდინარეთა ჰიდროლოგიური მახასიათებლები გაზომვა და შესწავლა;
5. საზღვაო და სანაპირო პროცესები, საზღვაო გარემოს მონიტორინგი;
6. წყლის რესურსების შეფასება, მათ შორის სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვა;
7. ტბების და მათი წარმოშობის განსაზღვრა, დახასიათება და კატალოგიზაცია;
წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზირების განყოფილება