II
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი ©2017. ყველა უფლება დაცულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
FR/88/9-220/14 საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვების რაოდენობის და მორფოლოგიური შემადგენლობის დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავება და მონაცემთა ბაზის შექმნა

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - ნათელა დვალიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, PhD
      მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების (მსნ) რაოდენობის და მორფოლოგიური შემადგენლობის კვლევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის, სანიტარული დასუფთავების და გაუვნებელყოფის პროექტების შესრულებისას, განსაზღვრავს მსნ მართვის სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებას. სამწუხაროდ ინფორმაცია საქართველოში წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობის და მორფოლოგიური შემადგენლობის შესახებ არ არსებობს, არ არის შემუშავებული ნარჩენების აღრიცხვის მეთოდოლოგიაც, რაც ქმნის უაღრესად დიდ პრობლებას საერთაშორისო მეცნიერული პროექტების განხორციელებისათვის, ნარჩენების ენერგოეფექტურობის დადგენის და ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობას. საქართველოში არ არსებობს კლიმატური და ეკონომიკური პირობებისათვის მორგებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვების რაოდენობის და მორფოლოგიური შემადგენლობის დადგენის მეთოდოლოგია და რაც მთავარია არ არსებობს მსნ რაოდენობის და მორფოლოგიური შემადგენლობის მონაცემთა ბაზა. ჩვენი პროექტის მიზანია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვების რაოდენობის და მორფოლოგიური შემადგენლობის დადგენა, საიმედო მონაცემთა ბაზის შექმნა და მეთოდოლოგიის შემუშავება საქართველოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენი კვლევის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალიტეტების ქალაქებში და სოფლებში საყოფაცხოვრებო და კომერციული ობიექტებიდან წარმოქმნილი მსნ რაოდენობის და მორფოლოგიური შემადგენლობის დადგენა. ჩვენი პროექტის მსვლელობისას მსნ რაოდენობის განსაზღვრა განხორციელდება ორი კატეგორიის ობიექტებისათვის (საცხოვრებელი - კეთილმოწყობილი და არაკეთილმოწყობილი და კომერციული - რესტორნები, სასტუმროები, ოფისები, სავაჭრო ცენტრები და სხვა). პროექტის დასრულების შედეგად მიღებული იქნება უნიკალური მონაცემები საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობის და მორფოლოგიური შემადგენლობის შესახებ, რის საფუძველზე საქართველოს პირობებისათვის შემუშავებული იქნება ნარჩენების აღრიცხვის ოპტიმალური მეთოდოლოგია და პირველად საქართველოში შეიქმნება საჯაროდ ხელმისაწვდომი და სრულყოფილი მონაცემთა ბაზა
ნარჩენების რაოდენობა რეგიონების მიხედვით
ნარჩენების რაოდენობის პროცენტული განაწილება საქართველოს რეგიონების მიხედვით
საქართველო 2016 წლის მგომარეობით
მოსახლეობის რაოდენობა: 3 719 300კაცი
ნარჩენების რაოდენობა წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე: 250 კგ
ნაგავსაყრელების რაოდენობა: 39 ობიექტი