ნაშრომის პირველ თავში განხილულია საქართველოში სეტყვასთან ბრძოლის ადრე წარმოებულ სამუშაოთა ისტორია, ორგანიზაცია, გამოყენებული ტექნოლოგია. მოცემულია ბულგარეთში ამჟამად წარმოებული სეტყვასთან ბრძოლის სამუშაოების სტრუქტურა, კონცეფცია, სამუშაოებში გამოყენებული კონვექციური ღრუბლისა და რეაგენტის გავრცელების მოდელები. განხილულია სეტყვასაშიში უჯრედებისა და სეტყვიანი ღრუბლების კატეგორიები და მათი განსაზღვრის კრიტერიუმები, ზემოქმედების სტრატეგია, ტექნიკური საშუალებები და კომპიუტერული უზრუნველყოფა, საცეცხლე წერტილის ტექნიკური აღჭურვილობა. ჩატარებულია კახეთსა და ბულგარეთში სეტყვასთან ბრძოლის სამუშაოთა წარმოების შედარებითი ანალიზი. ნაშრომის მეორე თავში წარმოდგენილია საქართველოს ზვავსაშიში ტერიტორიები, განხილულია ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებები და თოვლის ზვავების დაცვის თანამედროვე მეთოდები.

In the first part the history, organizational structure and applied technology of hail suppression activities conducted earlier in Georgia are reviewed. The structure, concept, convective cloud and agent diffusion models used in ongoing hail suppression works in Bulgaria are discussed. Categories of hail-dangerous cells and hailstorms, criteria for their definition are considered along with the seeding strategy, technical means and software, and rocket launching site equipment. The comparative analysis of hail suppression activities undertaken in Georgia and currently being carried out in Bulgaria is performed. In the second part the avalanche prone territories of Georgia are presented, antiavalanche measures and modern methods of avalanche protection are described.

В первой главе работы рассмотрены история, организация и технология работ по борьбе с градом, которые велись ранее в Грузии. Приведены структура, концепция, используемые модели конвективных облаков и распространения реагента в ныне ведущихся работах по борьбе с градом в Болгарии. Рассмотрены категории градоопасных ячеек и градовых облаков, критерии их определения, стратегия воздействия, технические средства и компьютерное обеспечение, техническое оснащение огневой точки. Проведен сравнительный анализ ведения противоградовых работ в Кахетии и Болгарии. Во второй главе представлены лавиноопасные районы Грузии, рассмотрены противолавинные мероприятия и современные методы защиты от снежных лавин.