II
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი ©2017. ყველა უფლება დაცულია
 
დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში
ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმის
დამუშავების საკითხებისთვის
გუნია გარი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეორლოგიის ინსტიტუტი
garrygunia@yahoo.com

უკანასკნელ პერიოდში უმაღლეს სასწავლებლებში რიგი აკადემიური დისციპლინა გვხვდება, როგორიცაა, მაგალითად, „ქიმიური ეკოლოგია“, „საინჟინრო ეკოლოგია“, „სამშენებლო ეკოლოგია“ და ა.შ. ამ ახალი დისციპლინების შინაარსის ანალიზი გვიჩვენებს, რომ, ხშირად, ისინი მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის ცალკეულ ასპექტებს განიხილავენ, ხოლო შინაარსი კი, ეკოლოგიის კუთვნილებისაგან შორსაა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეკოლოგიის საფუძვლების უნიფიცირებული ტერმინებისა და განმარტებების ლექსიკონ-ცნობარის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტერმინის „ეკოლოგია“ და მისი დერივატების გამოყენების მიმართ უფრო მკაცრ მიდგეომას და აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრას. ამასთან აუცილებელია გარემოს ფაქტორებისა და მათი ზემოქმედების ზოგადი საკითხების განხილვა, მათ შორის, “ადამიანი - ბუნება - საზოგადოება” სისტემაში გაჩენილ წინააღმდეგობების ესკალაციის პირობებში, გარემოსდაცვითი განათლების განვითარების ახალი სტრატეგიული გზების დამუშავება. 
         ზემოგამოთქმული მოსაზრებები კარგად ესაბამება, 1977 წელს გაეროს ეგიდით თბილისში გამართულ მთავრობათაშორისო კონფერენციაზე გარემოსდაცვითი განათლების შესახებ მომზადებულ დეკლარაციას, რომელშიც პირველად იქნა ჩამოყალიბებული გარემოსდაცვითი განათლების სისტემების სტრუქტურა, როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.

     საკვანძო სიტყვები:  ეკოლოგიური განათლება, გლოსარიუმი, უნიფიცირებული ტერმინები


UDC:  551.510.42
On the Issues of Developing a Glossary of Basic Ecological Terms in the Field of Earth and Environmental Sciences /Gunia Garry/ Transactions IHM, GTU. - 2024. - vol.135. - pp.98-101 – Georg., Summ. Georg., Eng. In the recent period, a number of academic disciplines can be found in higher education institutions, such as, for example, "chemical ecology", "engineering ecology", "construction ecology", etc. The analysis of the content of these new disciplines shows that, often, they consider only certain aspects of environmental protection and nature use, and the content is far from belonging to ecology. Therefore, we believe that the existence of a dictionary-reference of the unified terms and definitions of the basics of ecology will significantly contribute to a stricter approach to the use of the term "ecology" and its derivatives. In addition, it is necessary to discuss the general issues of environmental factors and their impact, including, in the conditions of the escalation of contradictions in the "man - nature - society" system, to develop new strategic ways of developing environmental education.
          The above-mentioned opinions correspond well with the declaration on environmental education prepared at the intergovernmental conference held in Tbilisi in 1977 under the auspices of the United Nations, in which the structure of environmental education systems was established for the first time, both at the local, national and international levels.