uak 551.583
მდინარე იორის აუზის ჰიდრომეტეოროლოგიური გამოკვლევა წყლის ინტეგრირებული მართვის სისტემის შექმნის მიზნით. /კაპანაძე ნ,. ცინცაძე თ., მკურნალიძე ი. / სტუ-ის ჰმი-ს სამეცნ. რეფ.შრ. კრებ. – 2022 --ტ. 132, გვ. 28-35. ქართ. რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
წყლის ინტეგრირებული მართვის სისტემის შექმნის მიზნით გაანალიზებულია ჰაერის ტემპერატურისა და ნალექთა ჯამების საშუალო მნიშვნელობები მდ. იორის აუზის სხვადასხვა მონაკვეთისთვის. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ზემო წელში 3-ით ნაკლებია დანარჩენი ორი მონაკვეთის საშუალო ტემპერატურაზე. იგივე ტენდენცია დაიკვირვება ტემპერატურის ექსტრემალური მნიშვნელობების მიმართაც. ნალექთა ჯამები კი პირიქით, ზემო წელში მაქსიმალურია და ტერიტორიის საშუალო სიმაღლის შემცირებასთან ერთად კლებულობს. დადგენილია, რომ ნალექების მაქსიმალური რაოდენობა აღინიშნება მაისში და მისი საშუალო თვიური მნიშვნელობა ზემო, შუა და ქვემო წელში შეადგენს 110, 97 და 90 მმ შესაბამისად. ნალექების მინიმალური რაოდენობა (18-29 მმ) კი დეკემბერ - იანვრის თვეში ფიქსირდება. ვეგეტაციის პერიოდში (V-IX თვეები) ნალექების ჯამი 391, 324 და 305 მმ-ის ტოლია, რაც შესაბამისი წლიური ჯამების 57, 53 და 59% -ს შეადგენს.
გამოკვლეულია საგუშაგოების - ლელოვანის, ორხევისა და სალახლის კვეთებში წყლის ხარჯის დინამიკა თვეების მიხედვით. ბუნებრივი ჩამონადენი ზემო წელში, საგ. ლელოვანზე და სალახლში ხასიათდება გაზაფხულის მაქსიმუმით (40-45%) და ზამთრის მინიმუმით (11-13%). სიონის წყალსაცავის დაბლა (საგ. ორხევი) მაქსიმუმი (40%) გადაწეულია ივლის-აგვისტოზე, რაც დაკავშირებულია ზემო მაგისტრალურ არხში და სხვა სარწყავ სისტემებში, წყალსაცავში აკუმულირებული წყლის მიწოდების მაქსიმალური მოთხოვნით. მდინარის ქვემო წელში (საგ. სალახლი) გაზაფხულის მაქსიმუმი მკვეთრად ეცემა აგვისტოსთვის (წლიური ჩამონადენის 3.2%) წყალმარჩხობა გრძელდება მარტის ჩათვლით.
UDC 551.583
Hydrometeorological study of the Iori river basin in order to create system an integrated water resoursces management. / N. Kapanadze, T. Tsintsadze, I. Mkurnalidze/ Scientific Reviewed Proceedings of the IHM, GTU. -2022. V. 132. –pp.28-35.–Georg.; Abst.: Georg., Eng., Rus.
For the development and further application of system an integrated water resources management average values of air temperature and total precipitation were analyzed for different parts of the Iori river basin. The average air temperature in the upper part of the river is 3⁰ lower than the average temperature of the other two areas. The same trend is observed for temperature extremes. Precipitation, on the contrary, is maximum in the upper part and decreases with decreasing average height of the territory. It was found that the maximum amount of precipitation is observed in May, and their average monthly value in the upper, middle and lower parts of the river is 110, 97 and 90 mm, respectively. The minimum amount of precipitation (18-29 mm) falls in December-January. During the growing season (V-IX months), the amount of precipitation is 391, 324 and 305 mm, which is 57, 53 and 59% of the average annual total values.
The dynamics of water consumption in cross-sections at hydrological stations -Lelovani, Orkhevi and Salakhly has been investigated by months. The natural runoff in the upper part of the river for Lelovani and Salakhli is characterized by a spring maximum (40-45%) and a winter minimum (11-13%) Downstream of the Sioni reservoir (Orkhevi post), the maximum (40%) is shifted to July-August, which associated with the maximum demand for water resources accumulated in the upper main canal and other irrigation systems. In the lower reaches of the river (Salakhli post), the spring maximum drops sharply by August (3.2% of the annual flow), waterlogging continues until March.
УДК 551.583
Гидрометеорологическое исследование бассейна реки Иори с целью создания системы интегрированного управления водными ресурсами. /Капанадзе Н.И., Цицадзе Т.Н., Мкурналидзе И.P./. Сб. Трудов ИГМ, ГТУ - 2022. – вып. 132 – с.28-35.-.Груз., Рез.: Груз., Англ., Рус.
Для разработки и дальнейшего применения системы интегрированного управления водными ресурсами. проанализированы средние значения температуры воздуха и суммы осадков для разных частей бассейна реки Иори.Средняя температура воздуха в верховьях реки на 3⁰C ниже, чем в двух других областях. Такая же тенденция наблюдается и для экстремальных температур. Осадки, напротив, максимальны в верхней части и уменьшаются с уменьшением средней высоты территории. Установлено, что максимальное количество осадков наблюдается в мае, а их среднемесячная величина в верхнем, среднем и нижнем течении реки составляет 110, 97 и 90 мм соответственно. Минимальное количество осадков (18-29 мм) выпадает в декабре-январе. За вегетационный период (V-IX месяцев) количество осадков составляет 391, 324 и 305 мм, что составляет 57, 53 и 59% от среднегодовых сумм.
Динамика водопотребления в разрезах на гидрологических станциях - Леловани, Орхеви и Салахлы исследована по месяцам. Естественный сток в верховьях реки для Леловани и Салахлы характеризуется весенним максимумом (40-45%) и зимним минимумом (11-13%) ниже по течению от водохранилища Сиони (пост Орхеви), максимумом (40%). %) переносится на июль-август, что связано с максимальным спросом на водные ресурсы,
მდინარე იორის აუზის ჰიდრომეტეოროლოგიური გამოკვლევა წყლის
ინტეგრირებული მართვის სისტემის შექმნის მიზნით
კაპანაძე ნ., ცინცაძე თ., მკურნალიძე ი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, საქართველო, თბილისი HYPERLINK "mailto:knaili1990@gmail.com" knaili1990@gmail.com