INSTITUTE OF HYDROMETEOROLOGY OF THE GEORGIAN TECHNICAL UNIVERSITY
Institute of Hydrometeorology ©2017. All rights reserved
 
ქ. ქუთაისის ატმოსფეროში PM2.5 და PM10-ის გავრცელების გამოკვლევა ექსპერიმენტული დაკვირვებებით
ნ.გიგაური*, ა.სურმავა* **, ვ.კუხალაშვილი**, ლ.ინწკირველი*, ნ.ბეგლარაშვილი*
*საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
**ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ.ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი
HYPERLINK "mailto:natiagigauri18@yahoo.com" natiagigauri18@yahoo.com


გამოკვლეულია საქართველოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული, სამედიცინო-გამაჯანსაღებელი და კულტურულ-ტურისტული  
ცენტრის ქ. ქუთაისის ატმოსფერული ჰაერის PM2.5 და PM10-ით დაბინძურება. კვლევისათვის გამოყენებულია ატმოსფერული ჰაერის  
დაბინძურების მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული დაკვირვებებისა და სპეციალური ექსპერიმენტული გაზომვებით  
მიღებული  მონაცემები. განსაზღვრულია მიკროაეროზოლების კონცენტრაციათა ცვლილების წლიური, თვიური და დღიური  
მნიშვნელობების მაქსიმალური, მინიმალური და საშუალო არეალი, ასევე მათი სივრცული განაწილება ქალაქისა და მის მიმდებარე  
ტერიტორიაზე. დადგენილია, რომ დღის განმავლობაში PM-ნაწილაკების კონცენტრაცია თითქმის ყოველთვის ხასიათდება მატების  
ტენდენციით და თავის მაქსიმუმს აღწევს 20 საათის შემდგომ. ექსპერიმენტული გაზომვების შედეგად გამოვლენილია  
მიკროაეროზოლების მაქსიმალური და მინიმალური კონცენტრაციების მნიშვნელობები, კონცენტრაციების ცვლილების დიაპაზონები და  
ატმოსფერული ჰაერის შედარებით ძლიერი და სუსტი დაბინძურეების არეები.  

        საკვანძო  სიტყვები: ატმოსფერო, დაბინძურება, მონიტორინგი, PM-ნაწილაკები,  

UDC: 504.5.054  
Investigation of distribution of PM2.5 and PM10 in city Kutaisi atmosphere by experimental observations/N.Gigauri, A. Surmava, V.  
Kukhalashvili, L. Intskirveli, N. Beglarashvili / Transactions IHM, GTU. -2024. -vol.135. -pp.82-87. - Georg., Summ. Georg., Eng. One  
of the administrative, medical-rehabilitation and cultural-tourist centers of Georgia St. Air pollution of Kutaisi with PM2.5 and PM10. The data obtained  
from operational observations and special experimental measurements conducted within the framework of atmospheric air pollution monitoring are used for  
the research. The maximum, minimum and average area of the annual, monthly and daily changes in the concentration of microaerosols, as well as their  
spatial distribution in the city and its surrounding area, have been determined. It is determined that the concentration of PM particles during the day is  
almost always characterized by an increasing trend and reaches its maximum after 20 hours. As a result of experimental measurements, the values of  
maximum and minimum concentrations of microaerosols, ranges of concentration changes and areas of relatively strong and weak pollution of atmospheric  
air have been revealed.