INSTITUTE OF HYDROMETEOROLOGY OF THE GEORGIAN TECHNICAL UNIVERSITY
Institute of Hydrometeorology ©2017. All rights reserved
 
სეტყვიან დღეთა რიცხვის სტატისტიკური ანალიზი წლის თბილ ნახევარში
1941-2021წლებში საქართველოში 30 მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემების მიხედვით
ა.ამირანაშვილი1, ე.ელიზბარაშვილი2, ო.ვარაზანაშვილი1, მ.ფიფია1,2
1ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი
2საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეორლოგიის ინსტიტუტი;
avtandilamiranashvili@gmail.com

     სტატიაში წარმოდგენილია საქართველოს 30 მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემების სტატისტიკური ანალიზის ზოგიერთი შედეგი 1941-2021 წლებში წლის თბილ ნახევარში სეტყვიან დღეთა რიცხვის შესახებ. კერძოდ, მიღებულია შემდეგი შედეგები: მოყვანილია მონაცემები სეტყვიან დღეთა საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობების შესახებ 1941-2021წლებში, 1941-1980  (პირველი პერიოდი) და 1981-2021 (მეორე პერიოდი); შესწავლილი იქნა კორელაციები საკვლევ პარამეტრებს შორის დროის აღნიშნულ პერიოდებში; დადგინდა, რომ მეორე პერიოდში, პირველთან შედარებით, 21 სადგურზე შეინიშნება სეტყვიან დღეთა საშუალო რიცხვის შემცირება, 8 სადგურზე ეს რიცხვი არ იცვლება და მხოლოდ ერთ სადგურზე შეინიშნება სეტყვიან დღეთა საშუალო რიცხვის მატება; შესწავლილი იქნა სეტყვიან დღეთა საშუალო და მაქსიმალური რიცხვის დამოკიდებულება ადგილის სიმაღლესთან მიმართებაში 1500 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე მდებარე 24 მეტეოსადგურისთვის საკვლევი პერიოდის განმავლობაში; დადგინდა, რომ მეორე პერიოდში, პირველთან შედარებით, სუსტდება სეტყვიან დღეთა რიცხვისა და ადგილის სიმაღლეს შორის კორელაციის სიახლოვე.

      საკვანძო სიტყვები: სეტყვა, მეტეოროლგიური მოვლენები, კლიმატი.


UDC: 551.506.3
Statistical analysis of data from 30 meteorological stations of Georgia on the number of days with hail in the warm half of the year in 1941-2021 / Amiranashvili A., Beglarashvili N, Elizbarashvili E., Varazanashvili O., Pipia M. / Transactions IHM, GTU. -2024. -vol.135. -pp.32-38. - Georg., Summ. Georg., Eng.
The paper presents some results of a statistical analysis of data from 30 meteorological stations of Georgia on the number of days with hail in the warm half of the year in 1941-2021. In particular, the following results were obtained: data on the average and maximum values of the number of days with hail in 1941-2021, 1941-1980 are provided. (first time period) and 1981-2021. (second time period); correlations between the studied parameters for the specified time periods were studied; It was found that in the second period of time, compared to the first, at 21 stations there is a decrease in the average number of days with hail, at 8 stations this number does not change, and only at one station there is an increase in the average number of days with hail; the dependence of the average and maximum number of days with hail on the terrain height was studied for 24 meteorological stations located at a level of less than 1500 m for the specified time periods; it was found that in the second period of time, compared to the first, the tightness of the correlation between the number of days with hail and the altitude of the area weakens.