აფხაზეთის მყინვარები მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე, კერძოდ, მათ დიდი წვლილი შეაქვთ მდინარეების წყლის რეჟიმის და რეგიონალური კლიმატური პირობების ფორმირებაში, უნიკალური ლანდშაფტების დეგრადაციაში და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ზღვის დონის მატების საკითხებში. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მყინვარების თანამედროვე მდგომარეობის შესწავლა მხოლოდ დისტანციური ზონდირების საშუალებით არის შესაძლებელი ერთი მხრივ ადგილობრივი გლაციოლოგიური სკოლის არარსებობის გამო და მეორე მხრივ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ეს განაპირობებს ჩატარებული კვლევის განსაკუთრებულ აქტუალობას, მის ღირებულებას და მნიშვნელობას.