საქართველოს მყინვარების
ელექტრონული ატლასი
მყინვარული აუზების სრული დნობის სავარაუდო თარიღების განსაზღვრა, სადაც
არის დიდი მყინვარები.
კლიმატის ცვლილების ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია მყინვარული აუზების სრული დნობის სავარაუდო თარიღების განსაზღვრა. თითოეულ მყინვარულ აუზში ყველაზე დიდი მყინვარების სრული დნობის სავარაუდო თარიღის გამოთვლა შესაძლებელს ხდის დადგინდეს იმ მყინვარული აუზების სრული დნობის სავარაუდო თარიღი, სადაც დიდი მყინვარები დაიკვირვება. მეთოდოლოგიურად მყინვარების დნობა განხილულია დიდი მყინვარების უკანდახევის ანალიზური გამოსახულებების გამოყენებით. ამავდროულად გამოყენებული უნდა იყოს კლიმატის ცვლილების სავარაუდო სცენარ(ებ). ყველაზე მარტივია განვიხილოთ .. ჩვეულებრივი ბიზნესის სცენარი (Business as Usual /BaU/), როდესაც მომავალში მყინვარების დნობას განვიხილავთ რაიმე შემარბილებელი ღონისძიებების გამოყენების გარეშე [27].
მაგალითისათვის განვიხილოთ ჩრდ. ლიადეშტის მყინვარის სრული დნობის საკითხი. სრული დნობის თარიღის განსასაზღვრავად გამოითვლება უკანდახევის სიგრძე − Y1 (დაკვირვების მთლიანი დროისათვის)  და  მას დავუმატოთ მანძილი  − Y2,  რომელიც  რჩება მყინვარის სრულად გადნობისათვის მყინვარის უკანდახევის დინამიკის ბოლო მონაცემით.
Y1 + Y2 = Y
სადაც  Y არის მყინვარზე დაკვირვების დაწყებიდან მისი მთლიანი სიგრძე ანუ სრული დნობის შემთხვევაში მყინვარის გასავლელი გზა. მყინვარ ჩრდ. ლიადეშტისათვის  სიგრძე 2022 წლის მონაცემების მიხედვით შეადგენს 4273 -. 1986-დან 2022-მდე მყინვარი დამოკლდა 392 -ით. ამ ორი რიცხვის ჯამი უნდა გავუტოლოთ მყინვარ ჩრდ. ლიადეშტის  უკანდახევის განტოლებაში (5.4.2.2) ორდინატას და ამოვხსნათ მიღებული კვადრატული განტოლება
0,1321x2+7.148x -12.027 = 4665
სადაც x აღნიშნავს დროს (წლებს). ამ განტოლების დადებითი  ამონახსნია x=163.04 ., რაც იმას ნიშნავს, რომ უკანდახევის არსებული ხასიათის შენარჩუნების შემთხვევაში ჩრდ. ლიადეშტის მყინვარი სავარაუდოდ გადნება დაახლოებით 163 წლის შემდეგ. საწყის მო­მენტს (1986 .) თუ მივამატებთ ამ სიდიდეს მივიღებთ, რომ მყინვარ ჩრდ. ლიადეშტის სრული დნობის სავარაუდო თარიღია 2149 .
აღწერილი მეთოდით შესაძლებელია ანალოგიურად განისაზღვროს ჩვენ მიერ განხილული დიდი მყინვარების სრული დნობის სავარაუდო თარიღები. ეს თარიღები მოყვანილია ცხრილში.
საქართველოს დიდი მყინვარების სრული დნობის სავარაუდო თარიღები
გამოვიყენოთ ცხრილში მოცემული დიდი მყინვარების სრული დნობის სავარაუდო თარიღები და ანალიზის საფუძველზე დავადგინოთ თითოეული მყინვარული აუზის სრული დნობის სავარაუდო თარიღები. შედეგად ვიღებთ: 1. აფხაზეთის მყინვარული აუზისათვის სრული დნობის სავარაუდო თარიღია 2077 წელი; 2.  ენგურის აუზისათვის ეს თარიღი არის 2149 წელი; 3. რიონის აუზისათვის ეს თარიღია 2161 წელი; ხოლო 4. აღმოსავლეთ საქართველოს მყინვარული აუზისათვის ეს თარიღი არის 2153 წელი.
მყინვარული აუზების სრული დნობის სავარაუდო თარიღების განსაზღვრა, სადაც არ არის დიდი მყინვარები.
განვიხილოთ ყველა იმ მყინვარული აუზის სრული დნობის სავარაუდო თარიღი, რომელშიც დიდი მყინვარები არ გვხდება. ეს საკითხიც განვიხილოთ იმ პირობებში, როდესაც ამ მყინვარების დნობა მომავალში მიმდინარეობს  BaU (ჩვეულებრივი ბიზნესის) სცენარის პირობებში.
დასავლეთ საქართველოს ექვსი აუზიდან მხოლოდ ორში, ბზიფის და კელასურის აუზში არ არის დიდი მყინვარები (ხობისწყლის აუზში მხოლოდ ერთი მცირე მყინვარია შემორჩენილი). მყინვარულ აუზების ფართობების ცვლილების დინამიკის დასადგენად  საჭიროა თანამგზავრული მონაცემების  სპეციფიკური დამუშავება, რომელიც მოიცავს რამდენიმე საფეხურს. პირველ რიგში განვსაზღვროთ კვლევის არეალი. შემდეგ გამოვყოთ ამ ორი მდინარის მყინვარული აუზები. მყინვარების არეალის დადგენისათვის ჩავატაროთ თანამგზავრული მონაცემების დამუშავება, კერძოდ, დედამიწის ზედაპირის არეკვლადობის განსაზღვრა, მიღებული შედეგების ტოპოგრაფიული კორექტირება და ე.წ. არასუპერვაიზებული მონაცემების კლასიფიკაცია. კლასიფიკაციის შემდგომ შესაძლებელია ცალკეული აუზის მყინვარების საერთო ფართობის და მისი ქრონოლოგიური ცვლილების დადგენა.

ბზიფის და კელასურის აუზში არსებული მყინვარების ცვლილების დინამიკის
განსახილველად გამოყენებულია Landsat 5, 7, 8 თანამგზავრების მონაცემები 1986-დან 2023 წლამდე დროითი ინტერვალისთვის. აღნიშნული პერიოდისთვის ხელმისაწვდომი იყო თოთხმეტი სხვადასხვა თარიღის თანამგზავრული მონაცემი. ცხრილში მოყვანილია თდზ-ით დადგენილი  მყინვარების ჯამური ფართობები თარიღების მიხედვით.
მდინარეების ბზიფის და კელასურის მყინვარულ აუზებში თდზ-ით განსაზღვრული
მყინვარების ჯამური ფართობები თარიღების მიხედვით
სურათზე მოცემულია მდინარეების ბზიფის და კელასურის მყინვარულ აუზებში თდზ-ით განსაზღვრული მყინვარების ჯამური ფართობების ცვლილების გრაფიკები. 
თდზ-ით განსაზღვრული მყინვარების ჯამური ფართობების ცვლილების გრაფიკები:
ა − მდ. ბზიფის და ბ − მდ. კელასურის მყინვარულ აუზებში.
მყინვარების უკანდახევის განტოლებები გამოყენებულია მათი სრული დნობის სავარაუდო თარიღების დასადგენად. ტრენდის განტოლებებში ორდინატა გავუტოლოთ ნულს და განვსაზღვროთ ამონახსნი. მივიღებთ სრული დნობის სავარაუდო  დროს თითოეული მყინვარული აუზისთვის, კერძოდ: ბზიფის მყინვარული აუზისათვის ეს დრო შეადგენს 58 წ., ხოლო კელასურის მყინვარული აუზისათვის 82 წ. ამ სიდიდეებს თუ დავუმატებთ საწყისი დაკვირვების თარიღს (1986 წ.) მივიღებთ, რომ მდ. ბზიფის მყინვარული აუზის სრული დნობის სავარაუდო თარიღია 2044 წ., ხოლო მდ. კელასურის აუზის − 2068 წ.
ანალოგიურად ჩავატაროთ გამოთვლები აღმოსავლეთ საქართველოს კიდევ ხუთი მდინარის მყინვარული აუზისათვის, რომ­ლებ­შიც დიდი მყინვარები არ გვხდება და მივიღებთ სრული დნობის სავარაუდო  დროს თითოეული მყინვარული აუზისთვის. დავა­მა­ტოთ დასავლეთ საქართველოს მყინვარული აუზების დნობის სავარაუდო თარიღები. ცხრილში წარმოდგენილია მყინვარული აუზე­ბის სრული დნობის სავარაუდო თარიღები, სადაც დიდი მყინვარები არ არის.
მყინვარული აუზების სრული დნობის სავარაუდო თარიღები, სადაც დიდი მყინვარები არ არის
განხილვა გვიჩვენებს, რომ მყინვარული აუზები სადაც დიდი მყინვარები დაიკვირვება ამ საუკუნის განმავლობაში არ გადნება, ხოლო ის მყინვარული აუზები სადაც დიდი მყინვარები არ დაიკვირვება, გადნება ამ საუკუნის განმავლობაში.
საჭირო ბმულები
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი © 2025. ყველაუფლება დაცულია.