აღმოსავლეთ საქართველოს 6 მყინვარულ აუზში კატალოგის მიხედვით სულ აღრიცხულია 132 მყინვარი. მათი ჯამური ფართობია 82,8 კმ2 [25]. 2010 წელს ამ მყინვარების ფართობი გახდა 63,1 კმ2. 2015 წელს − 48,9 კმ2, ხოლო 2020 წელს − 39,9 კმ2. რაც იმას ნიშნავს, რომ მყინვარების საერთო ფართობი 2010 წლისათვის შემცირდა 19,7 კმ2-ით, ანუ 23,8 %-ით, 5 წლის შემდეგ შემცირდა − 14,2 კმ2-ით ანუ 22,5%-ით, ხოლო კიდევ 5 წლის შემდეგ − 9,0- კმ2-ით ანუ 18,4 %-ით. ჯამური ფართობი (კატალოგით 82,8 კმ2) 2020 წლისათვის გახდა 39,9 კმ2, ანუ შემცირდა 42.9 კმ2-ით (51.8 %).