საქართველოს მყინვარების
ელექტრონული ატლასი
ენგურის აუზი
ჩრდილოეთ ლიადეშტი
განვიხილოთ ენგურის აუზის დიდი მყინვარის  ჩრდილოეთ ლიადეშტის მყინვარის უკანდახევა თდზ-ის გამოყენებით. ჩავატაროთ მიღებული კონტურის შედარება ტოპოგრაფიულ რუკაზე ასახულ მყინვარის კონტურთან. მივიღეთ, რომ მყინვარების ფართობი თდზ-ის  მიხედვით არის 3.4 კმ2, ხოლო კატალოგი იგივე მნიშვნელობას იძლევა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კატალოგში უზუსტობაა. ტოპოგრაფიული რუკით  შესწორებამ დაადგინა, რომ მისი ფართობი იყო 4.3 კმ2.

ჩრდილოეთ ლიადეშტის მყინვარის უკანდახევის დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მყინვარის უკანდახევა აღწერილია პარაბოლის მრუდით:


Y = 0.1321 x2+7.148 x-12
ჩრდილოეთ ლიადეშტის მყინვარის : ა − უკანდახევის სქემატური გამოსახულება, ნაჩვენები SPOT 6 თანამგზავრიდან 2020 წლის 29 სექტემბრის სურათის ფონზე; ბ − უკანდახევის გრაფიკი
ქვიში
ქვიშის მყინვარი ენგურის მყინვარული აუზის შემდეგი დიდი მყინვარია, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, რომლის შესწავლაც აუცილებელია. ანალოგიურად, როგორც წინა შემთხვევებში, განვიხილოთ მისი უკანდახევა და მივიღებთ, რომ მყინვარის უკანდახევა აღიწერება პარაბოლის მრუდით
Y = 0.5138 x2+3.2826
ქვიში მყინვარის: ა − მყინვარის უკანდახევის სქემატური სურათი; ბ − უკანდახევის გრაფიკი
ადიში
მყინვარ ადიშთან ახლოს, 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს მესტიის მეტეოროლოგიური სადგური. ცხრილში ნაჩვენებია ზაფხულის საშუალო ტემპერატურა (Tსაშუალო) ორი პერიოდისთვის 1987–2001 და 2001–2016, აგრეთვე მათ შორის სხვაობა (ΔTსაშუალო), რომელიც გამოთვლილია ამ სადგურის მონაცემებიდან. სამივე თვეში ტემპერატურა იზრდება, ზაფხულში საშუალოდ 0.6°C-ით.

ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ადიშის მყინვარის სწრაფი დეგრადაცია გამოწვეულია თანამედროვე კლიმატის ცვლილებით. მეორეს მხრივ, მყინვარის უკანდახევის მონაცემები კლიმატის მიმდინარე ცვლილებისა და მისი დროში აჩქარების ეფექტური ინდიკატორია.
ჰაერის საშუალო ტემპერატურის მონაცემები მესტიის მეტეოროლოგიური
სადგურის მიხედვით
ანალოგიურად, როგორც წინა შემთხვევებში, განვიხილოთ ადიშის მყინვარის უკანდახევა.  მიღებულია,  რომ მყინვარის უკანდახევა აღიწერება შემდეგი სახის პარაბოლური მრუდით:
Y = 0.3173 x2 -0.3186 x – 10.556
მყინვარ ადიშის სიგრძე 2022 წლის მონაცემების მიხედვით შეადგენს 6821 მ-ს. თანამგზავრული მონაცემების მიხედვით მყინვარ ადიშის უკანდახრევა  1977-დან 2022 წლამდე შეადგენდა 601 მ-ს. ამ ორი რიცხვის ჯამი 7422 უნდა გაუტოლდეს ტრენდის განტოლებას და შემდეგ მოხდეს მიღებული კვადრატული განტოლების ამოხსნა:
0.3173x2 - 0.3186x - 10.556=7422
ანუ

0,3173x2 – 0.3186x = 7432.6
ამ განტოლების დადებითი ამონახსნია დაახლოებით 154. ეს შედეგი ნიშნავს, რომ უკანდახევის  არსებული ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში ადიშის მყინვარი სავარაუდოდ 154 წელიწადში ანუ 2131 წელს სრულად გადნება (საწყისია 1977 წელი).

ასევე საველე დაკვირვებების მიწისპირა მონაცემების მიხედვით მყინვარ ადიშის უკანდახრევა  1985-დან 2022 წლამდე შეადგენდა 614 მ-ს, ამ ორი რიცხვის ჯამი 7435 უნდა გაუტოლდეს ტრენდის განტოლებას და შემდეგ მოხდეს მიღებული კვადრატული განტოლების ამოხსნა:
0.3712x2 - 2.2985x + 3.4954 = 7435
         ანუ
0.3712x2 - 2.2985x = 7431.5
ამ განტოლების დადებითი ამონახსნია დაახლოებით 145. ეს შედეგი ნიშნავს, რომ უკანდახევის  არსებული ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში ადიშის მყინვარი სავარაუდოდ 145 წელიწადში ანუ 2130 წელს სრულად გადნება (საწყისია 1985 წელი).

სურათზე ნაჩვენებია ადიშის მყინვარის უკანდახევის სქემატური სურათი 2022 წლის 25  აგვისტოს Landsat 8 OLI TIRS თანამგზავრული სურათის ფონზე. სხვადასხვა წელს მყინვარის მდებარეობა სხვადასხვა ფერის კონტურით არის ნაჩვენები. კონტურების გადამკვეთი თეთრი ტეხილი ხაზის საშუალებით შესაძლებელია მყინვარის უკანდახევის სიგრძის გამოთვლა. 1977 წლის 13 სექტემბრიდან 2022 წლის 25 აგვისტომდე ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 601 მ შეადგინა
.

თდზ და საველე მონაცემების ანალიტიკური სახეების შედარებიდან ჩანს,  მყინვარ ადიშის თდზ-ისა და საველე დაკვირვებების მიწისპირა მონაცემები ერთმანეთთან კარგ თანხვედრაშია.
ადიშის მყინვარის: ა − მყინვარის უკანდახევის სქემატური სურათი 2022 წლის 25  აგვისტოს Landsat 8 OLI TIRS. თანამგზავრული სურათის ფონზე; ბ − უკანდახევის გრაფიკი
შხარა
მყინვარ შხარას უკანდახევის კონტურების განსაზღვრისათვის გამოყენებულია  თანამგზავრ Landsat-ის სხვადასხვა სენსორის მონაცემები ნახაზზე მითითებული დროის მომენტებისათვის.

სურათზე  ნაჩვენებია მყინვარ შხარას უკანდახევის სქემატური სურათი 2022 წლის 18 სექტემბრის Landsat 9 OLI TIRS სენსორის სურათის ფონზე. დამატებით ამავე სურათზე მწვანე ქინძისთავებით ნაჩვენებია საველე ექსპედიციების საფუძველზე განსაზღვრული მყინვარის მდებარეობები.
თდზ-ის გამოყენებით დროის სხვადასხვა მომენტში დადგენილია მყინვარის მდებარეობა, რომლებიც ნაჩვენებია უკანდახევის სქემატურ სურათზე მოყვანილი სხვადასხვა განსხვავებული ფერის კონტურით. კონტურები გავლებულია მანუალური დიგიტალიზაციის გამოყენებით. კონტურების გადამკვეთი თეთრი ფერის ტეხილი ხაზის საშუალებით გამოთვლილია მყინვარ შხარას უკანდახევის სიგრძის რიცხობრივი მნიშვნელობები. როგორც სურათზეა მითითებული მყინვარ შხარას საწყისი მდგომარეობა შეესაბამება 1986 წელს.

ჩატარებულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ მყინვარ შხარას არაწრფივი უკანდახევა მაღალი სიზუსტით აღიწერება მეორე რიგის პოლინომის საფუძველზე, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს პარაბოლას. ასევე დიდი სიზუსტით პარაბოლის მრუდით აღიწერება შედეგების ხარისხის შეფასებისა და  კონტროლისათვის გამოყენებული საველე ექსპედიციის  მონაცემების მიხედვით აგებული მყინვარ შხარას უკანდახევის გრაფიკი. თდზ და საველე მონაცემების ანალიტიკური სახეების შედარებიდან ჩანს,  მყინვარ შხარას თდზ-ისა და საველე დაკვირვებების მიწისპირა მონაცემები ერთმანეთთან კარგ თანხვედრაშია.
სქემატური სურათი 2022 წლის 18 სექტემბრის Landsat 9 OLI TIRS სენსორის სურათის ფონზე. მწვანე ქინძისთავებით ნაჩვენებია საველე ექსპედიციების საფუძველზე მიღებული შედეგები; ბ − თდზ-ის და საველე დაკვირვების მიწისპირა მონაცემების შედარების გრაფიკები
მყინვარ შხარას  უკანდახევა თანამგზავრული დისტანციური ზონდირების საფუძველზე განხილულ პერიოდში მოიცემა განტოლებით:
Y = 0.1868x2 + 4.0426x – 5.4252
ხოლო საველე მიწისპირა დაკვირვების  გამოყენებით შესაბამისი პერიოდისათვის მოიცემა განტოლებით:
Y = 0.13x2 + 5.0426x - 5.4252
აგებული გრაფიკებისა და მიღებული ანალიტიკური განტოლებების შედარება ერთმანეთთან  გვიჩვენებს, რომ ისინი ერთმანეთთან კარგ თანხვედრაშია, რაც ადასტურებს თდზ-ის მონაცემების გამოყენების რელევანტურობას.
საჭირო ბმულები
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი © 2025. ყველაუფლება დაცულია.