შემსრულებლები: ნათელა ძებისაშვილი, ნუგზარ ბუაჩიძე,
გიორგი ბერეჩიკიძე, ნარინე არუთინიანი
2019-2022 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის
ინსტიტუტის ბაზაზე შესრულდა პროექტი „მაღალმთიანი რურალური რეგიონებისათვის
არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის დადგენის ინტეგრირებული
მეთოდოლოგიის შემუშავება საქართველოს მაგალითზე“
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მაღალმთიანი
დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვთ ზღვის დონიდან 1 500 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე
დასახლებებს, გარდა ამისა საქართველოს მთავრობის დადგენილებით მაღალმთიანი დასახლების
სტატუსი მინიჭებული აქვს ზღვის დონიდან 1 500 მეტრ სიმაღლეზე ქვემოთ მდებარე
დასახლებასაც, რომელიც აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. კანონით
განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება დიდ და მცირე კავკასიონზეა:
· აღმოსავლეთ კავკასიონზე (მუნიციპალიტეტები: ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი, მცხეთა,
ახმეტა);
· დასავლეთ კავკასიონზე (მუნიციპალიტეტები: მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ამბროლაური, ონი,
წყალტუბო);
· მცირე კავკასიონზე (მუნიციპალიტეტები: ქედა, ხულო, შუახევი, ჩოხატაური, წალკა,
დმანისი, ბოლნისი, თეთრიწყარო, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა,
ახალქალაქი).
მაღალმთიან დასახლებებს შორის უპირატესად სოფლის (98.5 %), მცირე რაოდენობით კი დაბის
(1%) და ქალაქის (0.5%) კატეგორიის დასახლებებია.
პროექტის ფარგლებში შერჩეულ რეგიონებში (რუკა 1) განხორციელდა შემუშავებული
მეთოდოლოგიის გამოყენებით არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის
შესწავლა.