საქართველოს მყინვარების
ელექტრონული ატლასი
საქართველოს დიდი მყინვარები
საქართველოს დიდი მყინვარების განაწილება ფართობისა და რაოდენობის მიხედვით

ცხრილიდან კარგად ჩანს, თუ როგორ იკლებს დიდი მყინვარების როგორც  ფართობი, ისე რაოდენობა კატალოგის (ერთი ვადა) და თდზ
-ის სამი შერჩეული ძირითადი ვადის, კერძოდ 2010 წ.   (პირობითად,  თდზ 1), 2015 წ.  (პირობითად, თდზ 2) და 2020 წ. (პირობითად, თდზ 3) მიხედვით.
დასავლეთ საქართველოში კატალოგით დიდი მყინვარები არის კოდორის აუზში − 3, ენგურის აუზში − 27, რიონის აუზში −10, სულ , ხოლო თდზ 3 -ის მიხედვით კოდორის აუზში − 1, ენგურის აუზში − 1, რიონის აუზში − 8, სულ 28.
აღმოსავლეთ საქართველოში დიდი მყინვარები მხოლოდ  თერგის აუზშია: კატალოგის მიხედვით − 8, თდზ 3-ით− 4.
მთლიანად საქართველოში კატალოგით იყო 48 დიდი მყინვარი, თდზ 3-ის მიხედვით დარჩა  32.
ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ საქართველოში დიდი მყინვარების რაოდენობა შემცირდა 30%-ით, აღმოსავლეთ საქართველოში − 50%-ით, ხოლო მთლიანად საქართველოში − 33.3%-ით ანუ მესამედით.
რაც შეეხება დიდი მყინვარების მიერ დაკავებული ფართობების ცვლილებებს, დასავლეთ საქართველოში კატალოგის მიხედვით დიდ მყინვარებს ეკავათ 257.4 კმ2, ხოლო თდზ 3-ის მიხედვით 159 კმ2 ანუ 38.1%-ით ნაკლები. აღმოსავლეთ საქართველოში დიდ მყინვარებს კატალოგის მიხედვით ეკავათ 40.2 კმ2,  ხოლო თდზ 3-ის მიხედვით 24.5 კმ2,  ანუ დაკავებული ფართობი 39.1%-ით შემცირდა.
მაშასადამე აღმოსავლეთ საქართველოში დიდი მყინვარების როგორც რაოდენობა, ისე დაკავებული ფართობები კატალოგის მონაცემებთან შედარებით 2020 წლისათვის უფრო ძლიერ  შემცირდა, ვიდრე დასავლეთ საქართველოში.
საჭირო ბმულები
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი © 2025. ყველაუფლება დაცულია.