საქართველოს მყინვარების
ელექტრონული ატლასი
რიონის აუზი
კირტიშო
კირტიშოს მყინვარის ფართობი კატალოგის მიხედვით 4.6 კმ2-ია, ხოლო თდზ-ის მიხედვით 4.0 კმ2.

გამოთვლები აჩვენებს, რომ კირტიშოს მყინვარის არაწრფივი უკანდახევა მაღალი სიზუსტით აღწერილია მეორე რიგის პარაბოლას მრუდით:
Y = 0.475x2 – 4.219x + 11.112
კირტიშოს მყინვარის: ა − უკანდახევის სქემატური სურათი; ბ − უკანდახევის გრაფიკი.

ბოყო
კატალოგის მიხედვით, ბოყოს მყინვარის ფართობი 4.6 კმ2-ია, ხოლო თდზ-ის მიხედვით - შესაბამისად 3.7 კმ2.
გამოთვლები აჩვენებს, რომ ბოყოს მყინვარის არაწრფივი უკანდახევა მაღალი სიზუსტით აღიწერება პარაბოლას მრუდით:
Y=0.0635 x2+13.576
ბოყოს მყინვარის: ა − უკანდახევის სქემატური სურათი; ბ − უკანდახევის გრაფიკი.
საჭირო ბმულები
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი © 2025. ყველაუფლება დაცულია.