საქართველოს მყინვარების
ელექტრონული ატლასი
თერგის აუზი
მყინვარი გერგეთი
მყინვარი გერგეტი მდ. თერგის მყინვარული აუზის დიდი მყინვარია. კონტურების დაზუსტების შედეგად, გერგეტის მყინვარის კონტურის ფორმა მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2010 წლის 1 სექტემბრის თანამგზავრული გამოსახულების მიხედვით, GLIMS მონაცემთა ბაზაში დაცულ კონტურებში, მყინვარის პლატოს უმეტესი ნაწილი გერგეტის მყინვარს ეკუთვნოდა. DEM-ის გამოყენებით, წყალშემკრები აუზი დაზუსტდა სიმაღლის იზოხაზების - 30 მ-იანი ბადით მონიშნული ჰიფსომეტრიული მრუდების გამოყენების შედეგად. ამან გამოიწვია სურათის კორექცია და პლატოს მნიშვნელოვანი ნაწილი დევდორაკის მყინვარს მიეკუთვნა.
სტეფანწმინდის მეტეოროლოგიური სადგური მდებარეობს გერგეტის მყინვართან ახლოს. ცხრილიში მოყვანილია ზაფხულის საშუალო ტემპერატურას (Tსაშუალო) ორი პერიოდისთვის და მათ შორის სხვაობა ΔTსაშუალო, რომელიც გამოთვლილია ამ სადგურის მონაცემებიდან. სამივე თვეში მატებაა, ზაფხულში საშუალოდ 1.10 0C.
ეს მონაცემები ადასტურებს, რომ გერგეტის მყინვარის სწრაფი დეგრადაცია თანამედროვე კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული. მეორეს მხრივ, მყინვარის უკანდახევის მონაცემები კლიმატის მიმდინარე ცვლილებისა და მისი დროში აჩქარების ეფექტური ინდიკატორია.
ჰაერის  საშუალო ტემპერატურის მონაცემები სტეფანწმინდის მეტეოროლოგიური
სადგურის მიხედვით
გამოთვლები აჩვენებს, რომ გერგეტის მყინვარის არაწრფივი უკან დახევა აღწერილია პარაბოლას მრუდით:  
Y = 0.1966x2 + 12.134x + 8.0718
მყინვარ გერგეტის სიგრძე 2022 წლის მონაცემების მიხედვით შეადგენს 6718 -ს. თანამგზავრული მონაცემების მიხედვით მყინვარ გერგეტის უკანდახრევა  1977-დან 2022 წლამდე შეადგენდა 943.2 მ-ს. ამ ორი რიცხვის ჯამი 7661.2 უნდა გაუტოლდეს ტრენდის განტოლებას და შემდეგ მოხდეს მიღებული კვადრატული განტოლების ამოხსნა:
0.1966x2 + 12.134x + 8.0718 = 7661.2
ანუ
0.1966x2 + 12.134x = 7653.1
ამ განტოლების დადებითი ამონახსნია 168.8391≈169. ეს შედეგი ნიშნავს, რომ უკანდახევის  არსებული ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში გერგეტის მყინვარი სავარაუდოდ 169 წელიწადში ანუ 2146 წელს სრულად გადნება (საწყისია 1977 წელი).
ასევე საველე დაკვირვებების მიწისპირა მონაცემების მიხედვით მყინვარ გერგეტის უკანდახრევა  1977-დან 2022 წლამდე შეადგენდა 893 მ-ს. 6718 და 893-ის ჯამი 7611 უნდა გაუტოლდეს ტრენდის განტოლებას და შემდეგ მოხდეს მიღებული კვადრატული განტოლების ამოხსნა:
0.3849x2 + 3.8386x - 17.481=7611
ანუ

0.3849x2 + 3.8386x= 7628.5
ამ განტოლების დადებითი ამონახსნია 135.8833≈136. ეს შედეგი ნიშნავს, რომ უკანდახევის არსებული ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში გერგეტის მყინვარი სავარაუდოდ 136 წელიწადში ანუ 2113 წელს სრულად გადნება (საწყისია 1977 წელი).
მყინვარი გერგეტი: ა −უკანდახევის სქემატური გამოსახულება 2022 წლის 3 სექტემბრის Landsat 8 OLI TIRS სენსორის გამოსახულების ფონზე. მწვანე ქინძისთავებით ნაჩვენებია საველე ექსპედიციების საფუძველზე მიღებული შედეგები; ბ − თდზ-ის და საველე დაკვირვების მიწისპირა მონაცემების შედარების გრაფიკები
აღმოსავლეთ სუათისი
აღმოსავლეთ სუათისის მყინვარის უკანდახევა ზემოთ აღწერილ პარაბოლურ ნიმუშს მიჰყვება, რომელიც წარმოდგენილია შემდეგნაირად:
Y=0.0874x2+15.354x-9.6214
საქართველოს დიდი მყინვარების უკანდახევის ნიმუშები რეგიონულ განსხვავებებს ავლენს. ენგურის აუზის მყინვარები, როგორიცაა ჩრდილოეთ ლიადეშტი, ქვიში და ადიში, მათი უკანდახევა  2000-იანი წლების დასაწყისიდან მნიშვნელოვნად აჩქარებულნი არიან, რაც ემთხვევა მესტიის მეტეოროლოგიურ სადგურზე ზაფხულის ჰაერის ტემპერატურის 0.6°C-მდე ზრდას. თერგის აუზის მყინვარებმა, მათ შორის გერგეთმა და აღმოსავლეთ სუათისმა, კიდევ უფრო ძლიერი დათბობა განიცადეს (1.1°C-მდე სტეფანწმინდის სადგურზე), რამაც ხელი შეუწყო უკანდახევის დინამიკის კიდევ უფრო მნიშვნელოვან ზრდას.
ეს შედეგები ხაზს უსვამს ადგილობრივი კლიმატური პირობების, ტოპოგრაფიული პარამეტრებისა და მყინვარის მორფოლოგიის მნიშვნელობას დათბობაზე მყინვარის რეაქციის სიჩქარესა და მასშტაბზე გავლენის მოხდენას.
აღმოსავლეთ სუათისის მყინვარის: ა − უკანდახევის სქემატური სურათი; ბ − უკანდახევის გრაფიკი.
საჭირო ბმულები
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი © 2025. ყველაუფლება დაცულია.