II
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი ©2017. ყველა უფლება დაცულია
 
მდინარეთა წყალმოვარდნების მაქსიმალური ხარჯების გათვლა მდინარე ვერეს მაგალითზე
ალავერდაშვილი მ., ცინცაძე ნ.,   კოკაია ნ., კიკნაძე დ., ხუფენია ნ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინტიტუტი, თბილისი, საქართველო. ივ. ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი
ელ-ფოსტა
HYPERLINK "mailto:merab.alaverdashvili@tsu.ge"merab.alaverdashvili@tsu.ge
უაკ 627.14.215.1
მდინარეთა წყალმოვარდნების მაქსიმალური ხარჯების გათვლა მდინარე ვერეს მაგალითზე /ალავერდაშვილი მ., ცინცაძე ნ.,   კოკაია ნ.,  
კიკნაძე დ., ხუფენია ნ/ სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2023-.133.-გვ.22-25. -ქართ. რეზ.:ქართ., ინგლ.
როგორც დაკვირვებებიდან ჩანს, მდინარე ვერეს ჰიდროლოგიური რეჟიმი, წლის თბილ პერიოდში, უეცარი თავსხმა წვიმების შედეგად,  
ხასიათდება დიდი წყალმოვარდნებით. კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით 1990-იანი წლების შემდგომი  
პერიოდიდან, გახშირდა მათი რაოდენობა და სიძლიერე. წყალმოვარდნების მაქსიმალური ხარჯების გათვლა შეზის ფორმულის გამოყენებით  
ძირითადად მოცემულია ცხრილი 1-ის სახით. სტატიაში, მაგალითის სახით, მდინარე ვერეზე 2015 წლის 14 ივნისის კატასტროფული  
წყალმოვარდნის ხარჯის გათვლა ნაფეტვრების ხევის შეერთების შემდეგ მიმდებარე კვეთისათვის მოცემულია 2 მეთოდით - სოკოლოვსკის და შეზის  
ფორმულების გამოყენებით, ხოლო ნაფეტვრების ხევთან გათვლილი მაქსიმალური ხარჯის მიხედვით ლაბორატორიის კვეთისათვის და მთლიანად  
მდინარე ვერეს აუზისათვის მათი ფართობების ფარდობითი კოეფიციენტების გამოყენებით მიღებულია 14 ივნისის კატასტროფული  
წყალმოვარდნის მაქსიმალური ხარჯების მნიშვნელობები შესაბამისად 477 და 512 მ3/წმ ოდენობით. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ნაფეტვრების  
ხევთან არსებული მაქსიმალური ხარჯების სამივე შედეგის შედარებით ჩანს, რომ ისინი  საკმაოდ ახლოს არიან ერთმანეთთან, რაც მიგვანიშნებს   
ჩვენს მიერ ლაბორატორიის კვეთში 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე შეზის ფორმულის გამოყენებით გათვლილი  
წყალმოვარდნების მაქსიმალური ხარჯების საიმედოობაზე.

UDC 627.14.215.1
Calculation of the maximum discharges of river freshets in the case of the Vere River ./ Alaverdashvili M., Tsintsadze N., Kokaia, N., Kiknadze D., Khupenia N./  
Transactions IHM, GTU. -2023. -vol.133. -pp.22-25.-  Georg., Summ. Georg., Eng.
As the observations show, the hydrological regime of the Vere River, in the warm period of the year, as a result of sudden heavy rains, is characterized by large freshets.  
Due to global climate change, especially since the 1990s, their number and intensity have increased. Calculation of the maximum discharges of freshets using Chezy  
formula is mainly given in the form of Table 1. In the article, as an example, the calculation of the discharge of the catastrophic freshet on the Vere River on 14 June 2015  
for the adjacent section after the connection of the Napetvrebi ravine is given by 2 methods - using the Sokolovsky and Chezy formulas, and according to the maximum  
discharge calculated at the Napetvrebi ravine for the laboratory section and for the entire Vere river basin using the relative coefficients of their areas, the values of the  
maximum discharges of the June 14 catastrophic freshet were obtained in the amount of 477 and 512 m3/s, respectively. In addition, it should be noted that comparing all  
three results of the maximum discharges at Napetvrebi ravine, it can be seen that they are quite close to each other, which indicates the credibility of the maximum  
discharges of freshets calculated by us in the laboratory section from the 1990s to the present day using the Chezy formula.