მინიმალური ხარჯების შედარებითი ანალიზი ეკოლოგიური ხარჯის განსაზღვრისათვის მდ.ალაზნის (შაქრიანი), მტკვრისა (ხერთვისი) და ფარავნის (ხერთვისი) მაგალითზე.
ჩიტაძე თ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
ქ. თბილისი, საქართველო, HYPERLINK "mailto:Tamuna.chitadze662@ens.tsu.edu.ge" Tamuna.chitadze662@ens.tsu.edu.ge
უაკ 551
მინიმალური ხარჯების შედარებითი ანალიზი ეკოლოგიური ხარჯის განსაზღვრისათვის მდ. ალაზნის (შაქრიანი); მტკვრისა (ხერთვისი) და ფარავნის (ხერთვისი) მაგალითზე / ჩიტაძე თ / ს./ სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2023.-ტ.133.-გვ.34-37. -ქართ., რეზ. ქართ., ინგლ.
მინიმალურ ჩამონადენს დიდი პრაქტიკული დანიშნულება აქვს სამრეწველო და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების დაპროექტებაში, მდინარეების წყლის მინიმალური ხარჯების დასადგენად გამოიყენება ზამთრის და ზაფხულ-შემოდგომის სეზონების ჩამონადენის დაკვირვების მონაცემები. შერჩეულია მდინარეთა ის სადგურები რომლებზეც გრძელი დაკვირვებული მონაცემების რიგია. კერძოდ: მდინარე ალაზანი (ჰ/ს შაქრიანი), მდინარე მტკვარი (ჰ/ს ხერთვისი), მდინარე ფარავანი (ჰ/ს ხერთვისი).
მინიმალური ხარჯების ფაქტობრივი დაკვირვების მონაცემების მრავალწლიური რიგის დამუშავების შედეგად საკვლევ მდინარეებზე გამოიყო სხვადასხვა მინიმალური ხარჯი, კერძოდ:
· 30-დღიანი მინიმალური ხარჯი (არაკალენდარული წელი);
· მყისიერი მინიმალური ხარჯი;
· ყოველდღიური საშუალო მონაცემიდან აღებული მინიმალური ხარჯი.
საქართველოში დღესდღეობით ეკოლოგიური მიზნით გადინებული წყლის ხარჯების ნორმატიული სიდიდეების განმსაზღვრელი საკანონმდებლო ბაზა და შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია არ არსებობს, რაც რასაკვირველია წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების თვალსაზრისით არაერთი პრობლემის გამომწვევი მიზეზია. აქედან გამომდინარე გასათვალისწინებელია მინიმალურ და გარემოსდაცვით ხარჯს შორის არსებული რთული ურთიერთდამოკიდებულება.
UDC 551
Comparative Analysis of Minimum Discharge for determining environmental discharge, on the example River Alazani(R.S shaqriani), Mtkvari (R.S Khertvisi), Faravani(R.S Khertvisi )/Chitadze T./ Transactions IHM, GTU. -2023. -vol.133. –pp34-37. .- Georg., Summ. Georg., Eng.
Minimal runoff plays a crucial role in designing industrial and domestic water supply, to determine minimal discharge of water in rivers observation data of winter and summer-autumn seasons are used. There are selected the stations of rivers which have the longest observed data series. These rivers are Alazani (H/S shakriani), river Mtkvari (H/S Khertvisi), river Paravani (H/S Khertvisi).
As a result of actual observed data of minimum discharges were allocated to the research rivers, such as:
· 30-day minimum discharge (non-calendar year)
· Instantaneous minimum discharge
· Minimum discharge taken from daily average data.
Nowadays, in Georgia there is no legal basis and corresponding normative-technical documentation for determining the normative values of discharge of water discharged for ecological purposes which of course is the cause of numerous problems in terms of conservation and use of water resources. Therefore, it is crucially important to take into consideration the complex relationship between minimum and environmental flows.