საქართველოს მაღალმთიან აგროკლიმატურ პირობებში სუფრის ჭარხლის გავრცელება მელაძე გ., მელაძე მ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო meladze.agromet@gmail.com meladzem@gmail.com
უაკ 551.583
საქართველოს მაღალმთიან აგროკლიმატურ პირობებში სუფრის ჭარხლის გავრცელება /მელაძე მ., მელაძე გ./ სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2023.-ტ.133.-გვ.51-55.-ქართ., რეზ. ქართ., ინგლ.
განხილულია საქართველოს მაღალმთიან აგროკლიმატურ პირობებში სუფრის ჭარხლის გავრცელების ზონები. აგრომეტეოროლოგიური მაჩვენებლების საფუძველზე, გამოყოფილია საკვლევი კულტურის გავრცელების ორი ზონა. I - ზონა ვრცელდება ვრცელდება 1400 მეტრიდან 2000 მ სიმაღლემდე (ზღ.დონიდან), სადაც აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (≥10°C) შეადგენს 2000-1200°C. II - ზონა ვრცელდება ვრცელდება 2000 მეტრიდან 2400 მ სიმაღლემდე, სადაც აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (≥10°C) შეადგენს 1200-700°C. მოცემულია სუფრის ჭარხლის ფენოლოგიური ფაზების დადგომის თარიღები და ფაზებს შორის აგრომეტეოროლოგიური მაჩვენებლები. მაღალმთიანი პირობებისათვის დადგენილია მჭიდრო კორელაციური დამოკიდებულება მოსავალსა და აგრომეტეოროლოგიურ ფაქტორებს (ატმოსფერული ნალექები, ნიადაგის ტენიანობა და ტემპერატურა) შორის (R=0.96). აღნიშნული დამოკიდებულების მიხედვით, შედგენილია სუფრის ჭარხლის მოსავლის საპროგნოზო განტოლება.
UDC 551.583
Distribution of red beet in high mountain agroclimatic conditions of Georgia /Meladze M., Meladze G./ Transactions IHM, GTU. -2023. -vol.133. -pp.51-55.- Georg., Summ. Georg., Eng.
Distribution zones of red beet in high mountain agroclimatic conditions of Georgia are discussed. On the basis of agrometeorological indices, two zones of distribution of red beet are distinguished. The first zone extends from 1400 meters to 2000 meters above sea level, where the sum of active temperatures (≥10°C) make 2000-1200°C. The second zone extends from 2000 meters to 2400 meters above sea level, where the sum of active temperatures (≥10°C) make 1200-700°C. The dates of the phenological phases of red beet and the agrometeorological indices between the phases are given. For highland conditions, a close correlation (R=0.96) between yield and agrometeorological factors (atmospheric precipitations, soil moisture and temperature) has been established. According to the mentioned attitude, a red beet yield prediction equation has been drawn up.