დასავლეთ საქართველოში 6 მყინვარულ აუზში კატალოგის მიხედვით სულ აღრიცხულია 409 მყინვარი. მათი ჯამური ფართობია 465,7 კმ2 [26]. 2010 წელს ამ მყინვარების ფართობი გახდა 384,4 კმ2, 2015 წელს − 318,7 კმ2, ხოლო 2020 წელს − 274.9 კმ2. რაც იმას ნიშნავს, რომ მყინვარების საერთო ფართობი 60 წლის განმავლობაში შემცირდა 81.3 კმ2-ით ანუ 17.5 %-ით, კიდევ 5 წლის შემდეგ შემცირდა 17.1 %-ით, ხოლო კიდევ 5 წლის შემდეგ შემცირდა 47.5-ით ანუ 13.7 %-ით. ჯამური ფართობი (კატალოგით) 465.7 კმ2 2020 წლისათვის გახდა 274.9 კმ2 ანუ შემცირდა 190.8 კმ2-ით (41.0 %-ით).