უაკ 551.583
სასოფლო-სამეურნეო კულტურების გავრცელება საქართველოს აღმოსავლეთ მშრალ სუბტროპიკებში /მელაძე გ., მელაძე მ./ სტუ-ის ჰმი-ს სამეცნ. რეფ. შრ. კრებ. – 2021- - ტ.131. -გვ.36-39. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
საქართველოს აღმოსავლეთ მშრალ სუბტროპიკულ პირობებში (კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) მრავალწლიური (1948-2017 წწ.) მეტეოროლოგიურ დაკვირვებათა მონაცემების ანალიზისა და სტატისტიკური დამუშავების საფუძველზე, დადგენილია სავეგეტაციო პერიოდების ხანგრძლივობის, აქტიურ ტემპერატურათა ჯამების (>10°C), ატმოსფერული ნალექების (მმ) და ჰიდროთერმული კოეფიციენტების (ჰთკ) მატება/კლების ტენდენციები. ამ მაჩვენებლების ნათლად წარმოდგენის მიზნით, ზემოაღნიშნული სამოცდაათწლიანი პერიოდის დაკვირვებათა მონაცემები შედარებისათვის გაყოფილია ორ 35-წლიან პერიოდებად. I პერიოდი მოიცავს 1948-1982 წწ, II პერიოდი 1983-2017 წწ. აქტიურ ტემპერატურათა ჯამების (>10°C) მატების გათვალისწინებით, გამოყოფილია მშრალი სუბტროპიკული აგროკლიმატური ზონა, შესაბამისი პერსპექტიული კულტურების გავრცელების მიზნით.