საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის
სამეცნიერო რეფერირებადი შრომათა კრებული

ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური
პრობ­ლემები
ISSN 1512 – 0902
doi.org/10.36073/1512-0902
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო რეფერირებადი შრომათა კრებულიჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემებიარის პერიოდული გამოცემა და გამოდის წელიწადში 2 ჯერ.

ავტორის/ავტორთა მიერ სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს მთავარი რედაქტორის სახელზე ქართულ, ინგლისურ ან რუსულ  ენებზე. სტატიას უნდა ახლდეს ორი რეცენზია.

სტატია უნდა იყოს განთავსებული შაბლონში და გაფორმდეს მოყვა­ნი­ლი მაგალითების მიხედვით.
ქართული რეზიუმე და საკვანძო სიტყვები უნდა განთავსდეს სტატიის დასაწყისში, ინგლისური და რუსული რეზიუმეები საკვანძო სიტყვებთან ერთად – სტატიის ბო­ლოს. საკვანძო სიტყვები სამივე ენაზე დალაგებული უნდა იყოს ანბანის მიხედვით. რეზიუმე შედგენილი უნდა იყოს 100 – 150 სიტყვისაგან; უნდა ასახავდეს სტატიის ძირითად შინაარსსა და კვლევის შედეგებს (არ უნდა შეიცავდეს ზოგად სიტყვებსა და ფრაზებს); უცხო ენებზე თარგმანი უნდა იყოს ხარისხიანი და ეყრდნობოდეს სპეციალურ დარგობრივ ტერმინოლოგიებს.

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების მონაცემთა ბაზების რეკომენდაციით და­მოწმებული ლიტერატურის რაოდენობა სასურველია იყოს ათი და მეტი. ლიტე­რა­ტურა ტექსტში უნდა დალაგდეს ციტირების თანამიმდევრობის მიხედვით და აღინიშნოს რიცხვით კვადრატულ ფრჩხილებში, ხოლო ლიტერატურის სია უნდა ითარგმნოს ინგლისურად და დაერთოს სტატიის ბოლოს; თან მიეთითოს რომელ ენაზე იყო გამოქვეყნებული აღნიშნული ლიტერატურა.
სურათები (ფოტოები) და ცხრილები წარწერებიანად უნდა განთავსდეს ტექსტში. მათი კომპიუტერული ვარიანტი უნდა შესრულდეს ნებისმიერი გრაფიკული ფორმატით.

რედაქტირებული და კორექტირებული მასალის გამოქვეყნებაზე თანხმობა ავტორმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით (რედაქტირებული ვერსია ან სარედაქციო კოლეგიის მიერ დაწუნებული სტატია ავტორს არ უბრუნდება).

კრებულის ელექტრონული ვერსია განთავსდება კრებულის ვებ-გვერდზე, პარლა­მენ­ტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბიბლიოთეკაივერიელშიდა ეროვნული სამეც­ნიე­რო ბიბლიოთეკის საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმის ციფრული არქივი და მიენიჭება d-space-ის იდენტიფიკატორი.

საჭირო ბმულები
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი © 2025. ყველაუფლება დაცულია. ბოლო განახლება 24.02.2025