უაკ 551.59
ქარბუქიან დღეთა რიცხვი და ხანგრძლივობა აჭარასა და გურიაში /ბეგლარაშვილი ნ., ფიფია მ., ჯამრიშვილი ნ. / სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2023-ტ.133-გვ.78-81.- ქართ. რეზ.: ქართ.; ინგ. შესწავლილია, 5 მეტეოსადგურის მიხედვით 1993-2022 წლების მონაცემები ქარბუქიანობის შესახებ გურიისა და აჭარის რეგიონში. გაანალიზებულია ქარბუქის კლიმატური მახასიათებლების - დღეთა რიცხვის და ხანგრძლივობის, განაწილება აჭარისა და გურიის ტერიტორიაზე ბოლო 30 წლიანი პერიოდისთვის. შედგენილია შესაბამისი ცხრილი. აგებულია გრაფიკები, რომლებიც გვიჩვენებს ქარბუქის დღეთა რიცხვისა და ხანგრძლივობის ცვლილებას ადგილის სიმაღლის ზრდასთან მიმართებაში. მოყვანილია შესაბამისი კვადრატული განტოლებები და დეტერმინაციის კოეფიციენტი(R2).