უაკ: 504.064.2
საქართველოში კულტურული ტურიზმის განვითარების ეკოლოგიური და ბიოკლიმატური პირობების შესახებ. /გუნია გ., სვანიძე ზ./ სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2023.-ტ.133.-გვ.96-99.-ქართ., რეზ. ქართ., ინგლ.
ნაშრომში ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ძირითადი ამოცანებისადმი მიძღვნილი საკითხთა წრეა განხილული. ამასთან, ნაჩვენებია, რომ ერთჯერადი დაკვირვებათა გასაშუალოებული მონაცემები 60 - 99% ცდომილებათა სიზუსტით ხასიათდებიან, ხოლო გასაშუალოების პერიოდების ზრდასთან - ცდომილებათა მნიშვნელობები მცირდება. მინარევთა კონცენტრაციების განაწილების საიმედო შეფასებისა და მეცნიერილად დასაბუთებული დასკვნების გასაკეთებლად, დაახლოებით, არანაკლებ 5-10 წლის დაკვირვებათა მასალის ფლობა აღმოჩნდა საჭიროდ.
საკვლევი ტერიტორიის რეგიონებში, მეტეოროლოგიური დაკვირვებათა მონაცემებისა და ფიზიკურ - გეოგრაფიულ თავისებურებათა ანალიზის საფუძველზე, შესრულებულია მინარევე-ბის გაფანტვისა და დაგროვების პირობების განმსაზღვრელ მეტეოროლოგიურ ელემენტთა განმეორადობის გაანგარიშებები და შეფასებულია ტერიტორიის რეგიონებისათვის დამახასია-თებელი „საშიში“ მეტეოროლოგიური პირობების განაწილება, რაც ბუნებრივი გარემოს დაბინძუ-რების დონეზე მათი ზემოქმედების ხარისხის შეფასების საშუალებას იძლევა.