უაკ 551.511
საქართველოს ცალკეულ რეგიონებისათვის, ლოკალური ოროგრაფიის როლის შეფასება, ატმოსფეროს მიწისპირა ფენის ჰაერის ტურბულენტური ნაკადის დინამიკაში /ხვედელიძე ზ., ტატიშვილი მ., ზოტიკიშვილი ნ., სამხარაძე ი./ სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2023.-ტ.133.-გვ.112-116.-ქართ., რეზ. ქართ., ინგლ.
დედამიწაზე მრავლად არსებობს ისეთი მიკრორეგიონები, რომლებშიც განვითარებული ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების შესწავლა აქტუალურია და დიდი პრაქტიკული ღირებულობა აქვს. ასეთ რეგიონებს მიეკუთვნება სხვადასხვა ქვაბურები, სატრანსპორტო გზები, ღია კარიერული სამუშაო უბნები, ჰესების მშენებლობის ტერიტორია. ასეთ მიდამოებში ლოკალური მოვლენების შესწავლისათვის, ამოცანის დასმის მიზნით, ნაშრომში მოყვანილია განსაკუთრებული თეორიული და მოდელური მიდგომა. გადმოცემულია აღნიშნული მიდგომის მათემატიკური საფუძვლები, მოცემულია სანიმუშო მაგალითები და გათვლითი პროცედურები. სტატიაში მოყვანილი მასალების სარგებლობით დაინტერესებული პიროვნებები ახსნიან, დაასაბუთებენ და პრაქტიკულ ღირებულობას მისცემენ იმ ფიზიკურ და კლიმატურ თავისებურებებს, რომლითაც ხასიათდება მათვის საინტერესო შესასწავლი ლოკალური ტერიტორია.