უაკ: 551.583
საშიში მოვლენების კლასიფიცირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით./ კაპანაძე ნ., ტატიშვილი მ., მკურნალიძე ი./ სტუ-ის ჰმი-ის სამეცნ. რეფ.შრომათა კრებული. -2023.-ტ.133.- გვ.117-123.- ქართ., რეზ. ქართ., ინგლ.
კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან. ამ მიზნით განხილული იქნა სენდაის სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა 2015-2030, რომელიც მოიცავს ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული, მცირე და მსხვილმასშტაბიანი, ხშირი და იშვიათი, მყისიერი და ნელი განვითარების მქონე კატასტროფების რისკის მართვის მექანიზმების შემუშავებას ყველა დონეზე (გლობალური, რეგიონული, ეროვნული და ადგილობრივი) და ყველა დარგში.
შესწავლილი იქნა WMO ს ტექნიკური ჯგუფის მიერ დამტკიცებული საშიშროების სია, რომელთა სახელები და განმარტებები შეთანხმებულია მისი მონაწილე ქვეყნების მიერ. არსებულ სიაში 302 საფრთხე კლასიფიცირებულია საფრთხეთა ტიპების, წარმოშობის პირობების, მოვლენების სახეობისა და ძირითადი შედეგების მიხედვით, დაჯგუფებულია რვა კლასად და წარმოდგენილია ცხრილის სახით. სიაში საფრთხეთა სახელები სტანდარტიზებულია, რაც უზრუნველყოფს რეგიონალური და გლობალური საფრთხეების შედარების შესაძლებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ სია, რომლის მიხედვითაც მოხდა საშიშროების კლასიფიცირება, მნიშვნელოვანია კატასტროფის რისკის იდენტიფიცირებისა და რეაგირების თვალსაზრისით, იგი მაინც არ არის საბოლოო და საჭიროებს რეგულარულ განხილვასა და განახლებას.