უაკ: 551.583
ვენახებისა და ბაღების წაყინვებისგან დაცვის მეთოდები. /მკურნალიძე ი., კაპანაძე ნ./ სტუ-ის ჰმი-ის სამეცნ. რეფ.შრომათა კრებული. -2023.-ტ.133 გვ.124-128. -ქართ., რეზ. ქართ., ინგლ.
სტატიაში განხილულია ვენახებისა და ბაღების ყინვისგან დამცავი ძირითადი საშუალებები თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეეებით: ვარჯის დაწვიმება ანუ „ყინულოვანი მერქანი“, ვარჯის სპრინკლერული მორწყვა, დაწვიმება ანუ ნარგავებს შორის ღარების მორწყვა, კვამლის საფარის შექმნა, ქარის მანქანები. ასევე ნახსენებია მცირე ტერიტორიებზე არსებული ნარგავების დაცვის საშუალებები: ლოკალური თბოღუმელები, ბაღის გამათბობელი ღუმელები, ტრაქტორზე აგრეგატირებული გამათბობელი, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები, და ა.შ. ყურადღება გამახვილებულია ევროპულ პროექტებზე, რომელთა ფარგლებშიც განხორციელდა წაყინვებისა-გან დასაცავი სხვადასხვა სისტემების მოდერნიზაცია უახლესი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ვენახებისა და ბაღების ტერიტორიებზე კლიმატური პარამეტრების გასაზომად განთავსებულია სენსორები. მიღებული მონაცემები იგზავნება კომპიუტერულ ცენტრებში, სადაც სპეციალური პროგნოზული მოდელების დახმარებით გაიცემა რეალურ დროში ყინვების ოპერატიული პროგნოზი. ეს ფერმერებს საშუალებას აძლევს დროულად გამოიყენონ ყინვისაგან დაცვის ღონისძიებები.