საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის
სამეცნიერო რეფერირებადი შრომათა კრებული

ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური
პრობ­ლემები
ISSN 1512 – 0902
doi.org/10.36073/1512-0902
ტომი No 135
ქ. ქუთაისის ატმოსფეროში PM2.5 და PM10-ის გავრცელების გამოკვლევა ექსპერიმენტული დაკვირვებებით
ნ.გიგაური*, ა.სურმავა* **, ვ.კუხალაშვილი**, ლ.ინწკირველი*, ნ.ბეგლარაშვილი*
*საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
**ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ.ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი
Doi.org/10.36073/1512-0902-2024-135-82-87
უაკ 504.5.054.
ქ. ქუთაისის ატმოსფეროში PM2.5 და PM10-ის გავრცელების გამოკვლევა ექსპერიმენტული დაკვირვებებით/ნ.გიგაური,ა.სურმავა, ვ.კუხალაშვილი, ლ.ინწკირველი, ნ.ბეგლარაშვილი/ სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2024-ტ.135.-გვ.82-87-ინგლ. რეზ.:ქართ., ინგლ. გამოკვლეულია საქართველოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული, სამედიცინო-გამაჯანსაღებელი და კულტურულ-ტურისტული ცენტრის ქ. ქუთაისის ატმოსფერული ჰაერის PM2.5 და PM10-ით დაბინძურება. კვლევისათვის გამოყენებულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული დაკვირვებებისა და სპეციალური ექსპერიმენტული გაზომვებით მიღებული  მონაცემები. განსაზღვრულია მიკროაეროზოლების კონცენტრაციათა ცვლილების წლიური, თვიური და დღიური მნიშვნელობების მაქსიმალური, მინიმალური და საშუალო არეალი, ასევე მათი სივრცული განაწილება ქალაქისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. დადგენილია, რომ დღის განმავლობაში PM-ნაწილაკების კონცენტრაცია თითქმის ყოველთვის ხასიათდება მატების ტენდენციით და თავის მაქსიმუმს აღწევს 20 საათის შემდგომ. ექსპერიმენტული გაზომვების შედეგად გამოვლენილია მიკროაეროზოლების მაქსიმალური და მინიმალური კონცენტრაციების მნიშვნელობები, კონცენტრაციების ცვლილების დიაპაზონები და ატმოსფერული ჰაერის შედარებით ძლიერი და სუსტი დაბინძურეების არეები.
Doi.org/10.36073/1512-0902-2024-135-82-87
UDC: 504.5.054
Investigation of distribution of PM2.5 and PM10 in city Kutaisi atmosphere by experimental observations/N.Gigauri, A. Surmava, V. Kukhalashvili, L. Intskirveli, N. Beglarashvili / Transactions IHM, GTU. -2024. -vol.135. -pp.ხხ-ხხ. - Georg., Summ. Georg., Eng.
One of the administrative, medical-rehabilitation and cultural-tourist centers of Georgia St. Air pollution of Kutaisi with PM2.5 and PM10. The data obtained from operational observations and special experimental measurements conducted within the framework of atmospheric air pollution monitoring are used for the research. The maximum, minimum and average area of the annual, monthly and daily changes in the concentration of microaerosols, as well as their spatial distribution in the city and its surrounding area, have been determined. It is determined that the concentration of PM particles during the day is almost always characterized by an increasing trend and reaches its maximum after 20 hours. As a result of experimental measurements, the values of maximum and minimum concentrations of microaerosols, ranges of concentration changes and areas of relatively strong and weak pollution of atmospheric air have been revealed.
საჭირო ბმულები
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი © 2025. ყველაუფლება დაცულია. ბოლო განახლება 24.02.2025