Doi.org/10.36073/1512-0902-2024-135-44-49
უაკ:551.583
კლიმატის ცვლილება: ვაზის ჯიშების აგროკლიმატური ზონირება აღმოსავლეთ საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის მაგალითზე /მელაძე გ., მელაძე მ./ სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2024.-ტ.135.-გვ.44-49 -ქართ., რეზ. ქართ., ინგლ. საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის ჯიშების სივრცობრივ განაწილებას კლიმატის თანამედროვე ცვლილების გათვალისწინებით გარკვეული თავისებურება გააჩნია. მრავალწლიური (1948-2017) მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემების ანალიზისა და დამუშავების საფუძველზე, აღმოსავლეთ საქართველოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონისათვის, გამოთვლილია და დადგენილია აქტიურ ტემპერატურათა (10°C) და ატმოსფერული ნალექების (მმ) ჯამების და ჰიდროთერმული კოეფიციენტების (ჰთკ) მატება/კლების ტენდენციები. კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, მომავლის სცენარის მიხედვით (2030-2050 წწ), ტემპერატურის 2°C-ით მატებისას დადგენილია, რომ აქტიური ტემპერატურის ჯამები (>10°C) მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იზრდება 440-480°C-ით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოყოფილია ვაზის ჯიშების გავრცელების აგროკლიმატური ზონები, რომლებიც 200-300 მეტრით მაღლაა არსებულ ზონებთან შედარებით. ჩატარებული კვლევების ანალიზიდან ირკვევა, კლიმატის ცვლილება ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს მევენახეობის აგროკლიმატურ ზონებზე, თუ იგი აღნიშნულ სცენარში გათვალისწინებულ ტემპერატურას არ გადააჭარბებს.