უაკ: 504.064.2
ეკოლოგიის საფუძვლების უნიფიცირებული ტერმინებისა და განმარტებების ლექსიკონ-ცნობარის დამუშავების შესახებ./ გუნია გ./ სტუ - ის ჰმი - ის შრომათა კრებული, 2022, ტ,132. -გვ.41-45 ქართ. რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
ნაშრომში განხილულია ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია თანამედროვე ეკოლოგიურ პირობებთან. ნაჩვენებია, რომ “ადამიანი - ბუნება -საზოგადოება” სისტემაში გაჩენილ წინააღმდეგობების ესკალაციის პირობებში, განსაკუთრებით უკანასკნელ ათეულ წლებში, გარემოსდაცვითი განათლების განვითარების ახალი სტრატეგიული გზების დამუშავება არის აუცილებელი. ამისათვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიის
საფუძვლების უნიფიცირებული ტერმინებისა და განმარტებების ლექსიკონ-ცნობარის დამუშავება და სტამბური და ელექტრონული საშუალებებით გავრცელება, რაც საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ეკოლოგიის საფუძვლების სწავლისა და სწავლების პროცესების სრულყოფისთვის დიდად სასარგებლო იქნება.