უაკ. 551.482.215.3
აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეთა წყლის საშუალო წლიური ხარჯების განახლებული პარამეტრები
ბასილაშვილი ც.ზ. სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2025.-ტ.136.-გვ. 16-22. -ქართ., რეზ. ქართ., ინგლ., რუს.
აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეთა 22 საგუშაგოს ჰიდროკვეთზე, 2024 წლამდე არსებული ბოლო 33 წლის დაკვირვებათა მონაცემების დამატებით, განახლებულია წყლის საშუალო წლიური ხარჯების მახასიათებელი პარამეტრები. 60 - 97 წლიანი ემპირიული რიგების მონაცემების სტატისტიკური ანალიზით დაზუსტებული ეს პარამეტრები, მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს, როგორც სამეცნიერო, ისე სამეურნეო და საპროექტო ორგანიზაციებში, რათა სწორად წარიმართოს წყალსამეურნეო გაანგარიშებები მდინარეებზე და მათ სანაპირო ზონებში ჰიდროტექნიკური და სხვა ნაგებობათა ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლების დასაბუთებისათვის, აგრეთვე მდინარეთა წყლის არსებული რესურსების ეფექტური გამოყენებისათვის და პერსპექტივაში მათი უკმარისობის შემთხვევაში, ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო ღონისძიებების ჩასატარებლად.