უაკ:111.111
ინფორმაციული კომუნიკაციების მნიშვნელობა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების მართვისთვის
ს. გორგიჯანიძე, გ. მაკარაშვილი, გ.ჯინჭარაძე, თ. ჩიტაძე, ნ. კობახიძე, გ. გაჩეჩილაძე. სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2025.-ტ.136.-გვ. 23-29. -ქართ., რეზ. ქართ., ინგლ., რუს.
მსოფლიოში კლიმატური დათბობის ფონზე საგრძნობლად გახშირდა კატასტროფულ მოვლენები. ეს დაკავშირებულია სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესთან, რაც ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგია. აგრეთვე, იმ აწყობილი ურთიერთკავშირების დარღვევასთან, რასაც იწვევს ბუნებრივ გარემოში საზოგადოების შეჭრა. სტიქიური მოვლენების უმეტესობა მთიან რეგიონებში ხდება, რაც მნიშვნელოვანს ხდის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ეფექტურობას. საქართველოს მთიანი რეგიონისათვის ასევე დამახასიათებელია სტიქიური მოვლენების აქტივობა. ისინი ქვეყნის ბუნებრივ გარემოსა და ეკონომიკაზე ძალზე დიდ გავლენას ახდენენ, ამიტომ მნიშვნელოვანია ბუნებრივი პირობების და მოვლენების შესწავლა და ანალიზი.
სტიქიური მოვლენის დაწყების, ან უკვე მომხდარი პროცესებისას მნიშვნელოვანია გაფრთხილება- ინფორმირება. გაფრთხილება იწყება მაშინ, როდესაც მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფის საფრთხეა დაფიქსირებული. ამიტომ ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ინფორმაციულ კომუნიკაციას სტიქიური მოვლენების მართვის პროცესში. პრევენცია და გართულებების არიდება სწორედ კომუნიკაციასთან და ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელებასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, სხვადასხვა კომუნიკაციის არხის გამოყენებით, თითოეულ მოქალაქესთან დროულად მივიდეს ინფორმაცია ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები.