უაკ:556
კალაპოტურ დეფორმაციებზე ანტროპოგენური ზემოქმედების ზოგიერთი ასპექტი / ტრაპაიძე ვ., ბრეგვაძე გ., ცინცაძე ნ., ალავერდაშვილი მ., ხუფენია ნ., კოკაია ნ., კიკნაძე დ. / სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2025.-ტ.136.-გვ. 35-37. -ქართ., რეზ. ქართ., ინგლ.
საქართველოში უკანასკნელ ათწლეულში იმატა სხვადასხვა სახის ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობამ და ქალაქების ურბანულმა განვითარებამ. მიმდინარე ტენდენციები გვაფიქრებინებს, რომ უახლოეს პერიოდში ეს პროცესი კიდევ უფრო გაგრძელდება. სწორედ ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა და ექსპლუატაცია იწვევს, მდინარის წყლის ნაკადის და მყარი ნატანის ცვლილებას და შესაბამისად, კალაპოტურ პროცესებზე გავლენას. ეს შეიძლება იყოს მცირე ზომის სათავე ნაგებობები, რომლებიც ძირითადად დერივაციული ტიპის ჰესებზე გვხვდება, წყალსაცავიანი ტიპის ნაგებობები, ნაპირდამცავი ნაგებობები, ასევე, კალაპოტების გასწორხაზოვნება, გაღრმავებითი სამუშაოები, დრენაჟი, სახიდე გადასასვლელების მშენებლობა და სხვა. საქართველო მთიანი ქვეყანაა, სადაც კალაპოტური პროცესები კიდევ უფრო თავისებურებებით გამოირჩევა. წყალსამეურნეო ღონისძიებების გატარება აუცილებელია, მის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება, ამიტომ დღის წესრიგში დგება კალაპოტური პროცესების დეტალური შესწავლა, რომელიც ითვალისწინებს: მდინარის კალაპოტის პროცესების ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორების იდენტიფიცირებას, ცვალებადობის განვითარების ეტაპების განსაზღვრას, ზღვრული მნიშვნელობების დასაბუთებას, მდინარის არხების შეუქცევადი გარდაქმნების განსაზღვრას, მისი სტაბილიზაციის საკითხებს და სხვა.