უაკ: 338.48
საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში კლიმატური პირობების გათვალისწინება/ქართველიშვილი ლ., მეგრელიძე ლ. /სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2025.-ტ.136.-გვ. 64-67. -ინგლ., რეზ. ქართ., რუს.
კურორტებისა და ტურიზმის ინდუსტრია მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია, რომლის განვითარება პირდაპირ დამოკიდებულია მოცემული რეგიონის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ტოპოგრაფიაზე, მცენარეულობაზე, ფაუნაზე, ეკოლოგიაზე, ამინდსა და კლიმატზე. ამინდი და კლიმატი ორი მთავარი ფაქტორია, რომლებიც განსაზღვრავს ადგილის ბიოკლიმატურ რესურსებს. ამიტომ, დიდი ყურადღება ექცევა ამ რესურსების შესწავლას, რაც აუცილებელია კურორტებისა და ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზებისა და განვითარებისთვის. ეს ნაშრომი ჩატარდა კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს კონვენციის ფარგლებში და მასში განხილულია კლიმატის გავლენა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებაზე.
საქართველოში ტურიზმისა და რეკრეაციის რესურსების პირველად შესაფასებლად უნდა იქნას გამოყენებული რამდენიმე ტურიზმის კლიმატური ინდექსი, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა მეტეოროლოგიური ელემენტების კომბინაციაზე. სათხილამურო ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების ასპექტების და საქართველოს ზამთრის კურორტებზე თოვლის საფარის ცვლილების რეგულაციების გათვალისწინება. სამთო-სათხილამურო ტურიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილების მიმართ.