უაკ: 551.583
შუმანის რეზონანსი და კატასტროფული მოვლენები დედამიწაზე. /მკურნალიძე ი., კაპანაძე ნ./. სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2025.-ტ.136.-გვ.68-72. -ქართ., რეზ. ქართ., ინგლ., რუს.
ნაშრომში წარმოდგენილია უნიკალური ფენომენის კვლევის მიმოხილვა, რომელსაც მისი აღმომჩენის, შუმანის რეზონანსის სახელი ჰქვია. მოცემულია თავად ფენომენის აღწერა, მისი ფიზიკური და მათემატიკური საფუძვლები. წარმოდგენილია ამ ფენომენის მრავალი მიმართულებით გამოყენების პერსპექტივები. მოყვანილია კონკრეტული მაგალითები შუმანის ტალღების გამოყენების შესახებ, სხვადასხვა კატასტროფული ფენომენის გამოკვლევისას, როგორიცაა ელჭექი, ვულკანები, მიწისძვრები, გლობალური კლიმატის ცვლილება და ა.შ. ასევე აღმოჩენილია შუმანის ვიბრაციების გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე, თავად ადამიანზე და საერთოდ, საზოგადოებაზე.