უაკ: 523.745
მზის აქტივობის გავლენა და ტენდენციები საქართველოს კლიმატზე და მის პოტენციალზე /ე.ხუციშვილი / სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2025.-ტ.136 გვ.82-86. ქართ., რეზ. ქართ., ინგლ., რუს.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მზის აქტივობის ცვლილებებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია გლობალურ და რეგიონულ კლიმატურ პროცესებზე. მოცემულ კვლევაში განხილულია მზის აქტივობის გავლენა საქართველოს კლიმატურ პირობებზე და განახლებადი ენერგეტიკული პოტენციალის, კერძოდ, მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებზე. ანალიზი ეფუძნება 1975–2023 წლების განმავლობაში მიღებულ კლიმატურ და ასტრონომიულ მონაცემებს. ეს კვლევა მიზნად ისახავს მზის აქტივობის ტენდენციების გაანალიზებას და მათი კორელაციის შეფასებას საქართველოს კლიმატურ პირობებთან და ენერგეტიკულ პოტენციალთან, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით.ასევე საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატური პარამეტრების – ტემპერატურის, ნალექისა და ღრუბლიანობის დინამიკას. ანალიზის შედეგად გამოვლინდა გარკვეული კავშირები მზის აქტივობის ფაზებსა და კლიმატურ ცვალებადობას შორის, რაც თავის მხრივ აისახება როგორც ჰიდროენერგეტიკულ, ისე მზის ენერგიაზე დაფუძნებულ რესურსების გამოყენებაზე. კვლევაში ნაჩვენებია, რომ ტემპერატურის მატება ყველა რეგიონში თანხვედრაშია მზის აქტივობის ციკლებთან. განსაკუთრებით საინტერესოა მზის გამოსხივების მაჩვენებლები აღმოსავლეთ საქართველოში, რაც მზის ენერგიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია როგორც კლიმატური პროგნოზირების, ისე საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის დაგეგმვისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში.