უაკ: 551.510.42
ატმოსფერული ნალექების მინერალიზაცია - კულტურული ტურიზმის გარემოს ეკოლოგიური დატვირთვის ინდიკატორი /გუნია გ., სვანიძე ზ./ სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2025.-ტ.136.-გვ. 133-137. - ქართ., რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში გეოფიზიკის მეცნიერებაში ახალი მიმართულება – ატმოსფეროს ქიმია ჩამოყალიბდა. მის კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანს, ანთროპოგენური წარმოშობის, აეროზოლური შემადგენლით ატმოსფეროს დაბინძურების შესწავლა წარმოადგენს.
ნაშრომში, კულტურული ტურიზმის არეალების ბუნებრივი გარემოს დაბინძურების შეფასების საკითხებია გაშუქებული. მოცემული მასალის დახმარებით, მავნე მინარევთა ფართომასშტაბური გადატანის შედეგად, განსახილველი რაიონების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების შესახებ შეიძლება მსჯელობა.
ზემოთქმულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ნალექების მინერალიზაცია იმ აეროზოლების კონცენტრაციითა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით არის განპირობებული, რომლებშიც იგულისხმება, როგორც, ჰაერის მასათა ურთიერთშერევის პროცესში, ღრუბლის წვეთების მიერ მიტაცებული, ისე მათი კონდენსაციის ბირთვებად წარდგენილი ნაწილაკები.
შესრულებული კვლევის შედეგები საშუალებას იძლევა დავასკვნის გაკეთებისა იმის შესახებ, რომ ატმოსფერული ნალექები მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს ნივთიერებათა მიმოქცევას ბუნებაში და ატმოსფეროს თვითგასუფთავების ძირითად მექანიზმს წარმოადგენენ. გარდა ამისა, ატმოსფერული ნალექების ქიმიური შედგენილობის შესწავლა გარემოს ფართომასშტაბური – ტრანსსასაზღვრო დაბინძურების მონიტორინგის ერთ-ერთ უმთავრეს საგანს წარმოადგენს. ამასთან, შესაძლებელია გამოყენება ინფორმაციისა, როგორც მათი მინერალიზაციისა, ისე ლითონური და რადიოაქტიური მინარევების შემცველობის შესახებ.