II
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი ©2017. ყველა უფლება დაცულია
საქართველოს ტერიტორიის 56% ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს და ამასთან ტერიტორიის 20%-ზე, მიუხედავად იმისა უხვთოვლიანია თუ არა ზამთარი, ზვავი ყოველწლიურად ჩამოდის. რაც შეეხება ტერიტორიის 36%-ს, სწორედ აქ ხდება როგორც სპორადული, ისე სისტემატური ზვავების ჩამოსვლა, რომელიც გამოირჩევა დიდი დამანგრეველი ძალითა და მსხვერპლით. ზვავების ჩამოსვლა ყოველწლიურად მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ეკონომიკას, უხვთოვლიან ზამთარში კი ხელს უშლის ტრანსპორტის გადაადგილებას.
ზვავსაშიშროების კვლევის ძირითადი მიზანი ქვეყნის მთიანი რეგიონების მოსახლეობისა და ეკონომიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავებისათვის კი აუცილებელია ზვავსაშიში დასახლებული ტერიტორიების თუ ცალკეული ობიექტების გამოვლენა და მათთვის საშიში ზვავშემკრებების მორფომერტიული და ზვავების დინამიკური მახასიათებლების დადგენა.
ჩვენს შემთხვევაში კვლევის საგანს წარმოადგენს ისეთი ზვავსაშიში ობიექტები, როგორიცაა საქართველოს მთიანი რეგიონების საავტომობილო გზები. რომელთაც განსაკუთრებული სტრატეგიული და ეკონომიკური დანიშნულება აქვთ და რომელთა შეუფერხებელი ექსპლუატაცია   მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.
პროექტის მიზანია საქართველოში მთიანი რეგიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშ­როე­ბის გამოკვლევა. შედგება საავტომობილო გზების ზვავსაშიშ­როე­ბის  მონაცემთა ბაზა, ჩატარდება მათი სტატისტიკური ანალიზი. თითოეული საგზაო მონაკვეთისთვის შეიქმნება ზვავსაშიშ­როე­ბის  სქემატური რუკა. დადგინდება ზვავების ძირითადი არეალები, ხანგრძლიობა და გამოვლინდება ამ მახასიათებლების გეოგრაფიული კანონზომიერებები. შეფასდება საკვლევ მონაკვეთებზე ზვავების ჩამოსვლის მრავალწლიური ცვლილების ტენდენციები.  მოხდება ზვავწარმოქმნის მოსალოდნელი რისკების შერბილების რეკომენდაციების განსაზღვრა.
კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება ზვავების ნეგატიური ზემოქმედების  შერბილებისათვის. ზვავების ჩამოსვლის მრავალწლიური ცვლილების ტენდენციების ცოდნა კი საშუალებას მოგვცემს ვიწინასწარმეტყველოთ მოსალოდნელი სტიქიური უბედურების სიმძიმე.

პირველ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც ზვავსაშიშროების მონაცემთა ბაზის ფორმირებაში მდგომარეობდა საკვლევი საავტომობილო მონაკვეთებისთვის. მონაცემთა ბაზის შექმნა მოხდა 1961-2021 წლების პერიოდისთვის. ამისთვის გამოყენებული იქნა სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაცული მეტეოროლოგიური სადგურების დაკვირვებათა მონაცემები ზვავების გამომწვევი (მაპროვოცირებელი) მეტეოროლოგიური მოვლენების (მყარი ნალექი-თოვლის მოსვლა, ქარბუქი, ჰაერის ტემპერატურა) შესახებ. გამოყენებული იქნა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის საარქივო მასალები, კლიმატური ცნობარები. მოხდა ამ მონაცემთა დამუშავება. ჩატარებული საველე/საექსპედიციო სამუშაოების მიხედვით შეიქმნა ზვავსაშიშროების სქემატური რუკები.

საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროების მონაცემთა ბაზა 1961-2021 წლების პერიოდისთვის

ზვავსაშიშროების მორფოლოგიური მახასიათებლები (MS Excel)
თოვლის საფარი 1980-მდე, კლიმატური ცნობარების მიხედვით(MS Excel)
მყარი ნალექი და თოვლის საფარი(MS Excel)
ქარბუქი-ზვავსაშიშროებისთვის(MS Excel)