საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის
სამეცნიერო რეფერირებადი შრომათა კრებული

ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური
პრობ­ლემები
ISSN 1512 – 0902
doi.org/10.36073/1512-0902
ტომი No 135
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  დარიშხანით დაბინძურებული ნიადაგების აღდგენის ფიტორემედიაციული მეთოდის მოსამზადებელი სამუშაოები
                                ლ.შავლიაშვილი, .კუჭავა, ე.შუბლაძე, მ.ტაბატაძე, ნ.ბუაჩიძე
               საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი,
თბილისი, საქართველო
Doi.org/10.36073/1512-0902-2024-135-69-74
უაკ 002.637; 631.4
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  დარიშხანით დაბინძურებული ნიადაგების აღდგენის ფიტორემედიაციული მეთოდის მოსამზადებელი სამუშაოები/ლ
.შავლია­შვილი, გ.კუჭავა, ე.შუბლაძე, მ.ტაბატაძე, ნ.ბუაჩიძე/სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-2024-ტ.135.-გვ.69-74-ინგლ. რეზ.:ქართ., ინგლ. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში,  მრავალი წლის მანძილზე მიმ­დინარეობდა დარიშხანის მადნების მოპოვება, გადა­მუ­შავება და დარიშხანშემცველი პრეპარატების წარმოება, რომლებიც ნეგატიურ როლს თამაშობენ გარემოს დაბინძურების პროცესებში და შესაბამისად დიდ რისკ ფაქტორს წარმოადგენენ რეგიონის ეკოსისტემებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობასთან მიმართებაში. განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს – მძიმე ლითონების შემცველობის მომატება გარემოს ობიექტებში (ბუნებრივი წყლები, ნიადაგები).
ჩატარებული სამუშაოებით გამოვლინდა რეგიონის  სხვადასხვა ადგილებში აღებულ ნიადაგის ნიმუშებში დარიშხანის სხვადასხვა კონცენტრაციები, რის საფუძველზეც შეიქმნა დარიშხანით დაბინძურების რუკა GIS სისტემაში. გამოვლინდა დარიშხანით დაბინძურების მოწყვლადი წერტილები. სწორედ ამ მოწყვლადი წერტილების მიხედვით შევარჩიეთ ფიტორემედიაციის ახალი ტექნოლოგიის დანერგვის ადგილები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კერძოდ, სოფლებში აბარი და ლიხეთის  სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
Doi.org/10.36073/1512-0902-2024-135-69-74
UDC: 002.637; 631.4
Preparatory works of the phytoremediation method for restoration of arsenic-contaminated soils of Ambrolauri Municipality /L. Shavliashvili, G. Kuchava, E. Shubladze, M. Tabatadze, N. Buachidze / Transactions IHM, GTU. -2024. -vol.135. -pp.69-74 - Georg., Summ. Georg., Eng.
For many years, arsenic ore mining, processing and production of arsenic-containing preparations were carried out in Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti region of Georgia, which play a negative role in the processes of environmental pollution.  Accordingly, they represent a big risk factor in relation to the health of the region's population and ecosystems.  Increased content of heavy metals in environmental objects (natural waters, soils) are particularly dangerous. The conducted studies revealed different concentrations of arsenic in soil samples taken in different places of the region, on the basis of which a map of arsenic contamination was created in the GIS system. As a result, the vulnerable points of arsenic contamination were identified. According to these vulnerable points, we selected the places for the introduction of the new phytoremediation technology in Ambrolauri municipality, in particular, in the villages of Abari and Likheti agricultural fields.
საჭირო ბმულები
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი © 2025. ყველაუფლება დაცულია. ბოლო განახლება 24.02.2025