საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის
სამეცნიერო რეფერირებადი შრომათა კრებული

ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური
პრობ­ლემები
ISSN 1512 – 0902
doi.org/10.36073/1512-0902
ნუგზარ ბუაჩიძე
ნუგზარ ბუაჩიძე - ქიმიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (ანალიზური ქიმიის დარგში) არის სტუ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2002-2007 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრს. ნუგზარ ბუაჩიძე ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩართულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში როგორც ხელმძღვანელი, ასევე როგორც მკვლევარი, გარდა ამისა მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში როგორც: ეროვნული ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში.
გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სტატია საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში. თანავტორია  მონოგრაფიების:საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე“  დაქვემო ქართლის ეკოსისტემების დაბინძურების კვლევა და მისი გავლენა სასურსათო პროდუქტების უვნებლობაზე“. ნუგზარ ბუაჩიძე გახლავთ  ღირსების ორდენის კავალერი.
საჭირო ბმულები
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი © 2025. ყველაუფლება დაცულია. ბოლო განახლება 24.02.2025