საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის
სამეცნიერო რეფერირებადი შრომათა კრებული

ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური
პრობ­ლემები
ISSN 1512 – 0902
doi.org/10.36073/1512-0902
ტომი No 132
საქართველოს მთიანი რაიონების ზვავსაშიშროება და ჩასატარებელი ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებები
სალუქვაძე მ., ცინცაძე თ., კობახიძე ნ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
საქართველო, ქ. თბილისი.
უაკ 551.578.46
საქართველოს მთიანი რაიონების ზვავსაშიშროება და ჩასატარებელი ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებები /სალუქვაძე მ., ცინცაძე თ.,კობახიძე ნ/ სტუ-ის ჰმი-ს სამეცნ. რეფ. შრ. კრებ. – 2022- - ტ.132. -გვ.9-13. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
     საქართველოს მთიან რეგიონებში არსებულ 135 ხეობას, 338 დასახლებულ პუნქტს, საუღელტეხილო და საავტომობილო გზებს 1882 ზვავი ემუქრება. დასავლეთ საქართველოში მდებარეობს ასეთი დასახლებების საერთო რაოდენობის 63%, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 37%. მნიშვნელოვანია ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება და სარისკო ზონების განსაზღვრა. ზვავების რისკის დონე, ზვავშემკრებების ფართობის (ჰა), ზვავის დარტყმის ძალისა (ტ/მ2) და მოსალოდნელი შედეგის მიხედვით განვსაზღვრეთ, განსაკუთრებით ძლიერი (3 % საერთო ფართობიდან), ძლიერი (8%), საშუალო (33%), სუსტი (12%) და არაზვავსაშიში (44%) რაიონებისთვის.განხილულია მთიან რაიონებში დასახლებების სახეობები და განსახორციელებელი ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც, როგორც სამთო - სათხილამურო კურორტებზე, ისე საუღელტეხილო და საავტომობილო გზებზე შეარბილებს ზვავების ჩამოსვლით გამოწვეულ ზიანს.
UDC 551.578.46
Avalanche hazard in the mountainous regions of Georgia and avalanche control measures./Salukvadze M.,
Tsintsadze T., Kobakhidze N./. Scientific Reviewed Proceedings of the IHM, GTU. – 2022. – vol.132. – pp.9-13. -Georg.; Abst.: Georg., Eng., Rus
  135 gorges, 338 settlements, mountain passes and highways of Georgia are threatened by 1,882 avalanches. There are 63% of such settlements in Western Georgia, and 37% in Eastern Georgia. Reducing the risk of natural disasters and identifying risk zones is a matter of great importance. The level of avalanche risk, in terms of the area of ​​avalanches (ha), the impact force of avalanches (t / m2) and the expected result, was determined for especially strong avalanches (3% of the total area), strong (8%), medium (33%), weak (12%) and non-avalanche (44%) areas. There are reviewed the types of settlements of mountainous areas and those anti-avalanche measures that will mitigate the damage caused by avalanches both at mountain ski resorts and on mountain passes and highways.
УДК 551.578.46
Лавиноопасность горных районов Грузии и проведение противолавинных мероприятий. /Салуквадзе М.Е, Цинцадзе Т.Н.,Кобахидзе Н.Ш./.Сб. Трудов ИГМ, ГТУ. - 2022. - вып.
132. - с.9-13. – Груз.; Рез. Груз., Анг., Рус.
135 ущельям, 338 населённым пунктам, перевальным и автомобильным дорогам горных районов Грузии угрожают 1882 лавин. Таких населенных пунктов в Западной Грузии 63%, а в в Восточной Грузии - 37%. Большое значение имеет уменьшение риска естественных катастроф и определение зон риска. Уровень риска лавин, по площади лавиносборов (га), силы удара лавин (т/м2) и по ожидаемому результату, определили для особо сильно лавиноопасных (3% от общей плошади), сильной (8%), средней (33%), слабой (12%) и нелавиноопасных (44%) районов. Рассмотрены виды заселения горных районов и те противолавинные мероприятия, которые смягчат причинённый лавинами ущерб как на горно - лыжных курортах, так и на перевальных и автомобильных дорогах.

საჭირო ბმულები
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი © 2025. ყველაუფლება დაცულია. ბოლო განახლება 24.02.2025