საქართველოს მყინვარების ელექტრონულ ატლასში მყინვარული აუზების მიხედვით წარმოდგენილია ოთხეულები:
1. გასული საუკუნის 60-იანი წლების ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც ფაქტიურად წარმოადგენენ კატალოგში აღრიცხული მყინვარების ვიზუალიზაციას;
2. 2010 წლის (ან უახლოეს ვადის) მყინვარების თანამგზავრულ სურათები, რომლებიც პირობითად აღნიშნულია თდზ 1-ით;
3. 2015 წლის (ან უახლოეს ვადის) მყინვარების თანამგზავრულ სურათები, რომლებიც პირობითად აღნიშნულია თდზ 2-ით;
4. 2020 წლის (ან უახლოეს ვადის) მყინვარების თანამგზავრულ სურათები, რომლებიც პირობითად აღნიშნულია თდზ 3-ით.