გუნდი
გიორგი კორძახია - პროექტის ხელმძღვანელი , ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, არის საქარ­თველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინის­ტროს გარე­მოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მრჩე­ველი. დოქ­ტორი კორძახია არის 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი და ექვსი მონოგრა­ფიის თანა­ავტორი.
ლარისა შენგელია - პროექტის კოორდინატორი , ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი არის საქართვე­ლოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანა­მ­შრომელი. მას თანამგზავრული მეტეოროლოგიის დარგში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდი­ლე­ბა აქვს. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონ­დის პროექტები: 2009−2011 წწ. საგრანტო პროექტი  GNSF/ST/5-432 „თანამგზავრული ინფორმაციის გამოყენების სისტემის შექმნა საქართველოში საზღვაო გადაზიდვებისა და ზღვის ეკოლოგიური უსაფრთხოებისათვის" (მკვლევარები: გიორგი კორძახია და გენადი თვაური), 2012 წლის სახელ­მ­წი­ფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ პროექტი SC/3/9-101/12 „კლიმატის თანამედროვე ცვლილებების ფონზე კავკასიონის ცალკეული მყინვარების არეა­ლის შესწავლა თანამგზავრული მონაცემების საფუძველზე“ და 2014−2017 წწ. საგრანტო პროექტი FR/586/9-110/13 „თანამგზავრული დისტანციური ზონდირების საფუძველზე საქართველოს მყინ­ვარების კვლევა“ (მკვლევარები: გიორგი კორძახია და გენადი თვაური). იგი აგრეთვე 20012−2014 წწ. სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის პროექტების: IHM-14-20 2437 „კავკასიონის მყინვარებზე კლიმატის ცვლილების ზე­მოქ­მედების შეფასება დისტანციური დაკვირვების ტექნოლოგიების გამოყენებით“, 2015−2017 წწ. IHM-17-35-CO-3692 „საქართველოს მყინვარების ევოლუციის კვლევა  თანამგზავრული დისტან­ციუ­რი მეთოდოლოგიების და მიწისპირა დაკვირვებების მონაცემების  საფუძველზე კლიმატის თანამედროვე ცვლილების ფონზე“ და 2018−2020 წწ. „საქართველოს მყინვარების დეგრადაციის შესწავლა და მათი დნობის პროგნოზირება კლიმატის თანამედროვე ცვლილების გამო“. ბოლო სამ პროექტშიც დოქტორი გიორგი კორძახია არის პასუხისმგებელი შემსრულებელი.
გენადი თვაური - პროექტის ძირითადი შემსრულებელი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტ­რ­ში, სადაც მის მოვალეობაში შედიოდა დედამიწის დისტანციური ზონდირების თანამგზავრული მონაცემების დამუშავება. დოქტორ თვაურს აქვს მაღალი კვალიფიკაცია თანამგზავრული დისტან­ციური ზონდირების სფეროში. იგი აქტიურად მონაწილეობდა შოთა რუსთაველის ეროვნული სა­მე­ც­ნიერო ფონდის 2012 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „კვლევები მოსწავ­ლეთა მონაწილეობით“ პროექტში SC/3/9-101/12 „კლიმატის თანამედროვე ცვლილებების ფონზე კავკასიონის ცალკეული მყინვარების არეალის შესწავლა თანამგზავრული მონაცემების საფუძ­ველ­­ზე“. იგი, როგორც ძირითადი შემსრულებელი მონაწილეობდა შოთა რუსთაველის ეროვნული სა­მეცნიერო ფონდის  პროექტებში: 2009−2011 წწ. საგრანტო პროექტი GNSF/ST/5-432 „თანამგზავ­რუ­ლი ინფორმაციის გამოყენების სისტემის შექმნა საქართველოში საზღვაო გადაზიდვებისა და ზღვის ეკოლოგიური  უსაფრთხოებისათვის" და 2014−2017 წწ. საგრანტო პროექტი №FR/586/9-110/13 „თანამგზავრული დისტანციური ზონდირების საფუძველზე საქართველოს მყინვარების კვლევა“ 2009−2010 წლებში ხელმძღვანელობდა საგრანტო პროექტს  GNSF-CNRS 09/559 „მეწყე­რსა­შიში ზონებისათვის ნალექების სეზონური რაოდენობის განსაზღვრა თანამგზავრული მონა­ცემე­ბის საფუძველზე“ და არის ძირითადი შემსრულებელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის FR-19-8190 „მეწყრების და ღვარცოფების საშიშროების შეფასება საქართველოს ტერიტორიისთვის ნალექების სტაციონარული და თანამგზავრული მონაცემებით“.
გიორგი გულიაშვილი - პროექტის ძირითადი შემსრულებელი, ახალგაზრდა მკვლევარი, გეო­გრაფიის მაგისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეო­ბის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სტი­ქიური მოვლენების მართვის ექსპედი­ციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, როგორც გლაციოლოგი, აქტიურად მონაწილეობს მყინვარებზე მონიტო­რინგის სამუშაოებში. 2019 წლი­დან, იგი, როგორც ჰიდროლოგი მონაწი­ლე­ობს გაეროს განვითარების პროგრამა „კლიმატის ცვლი­ლებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“, ხოლო 2021 წლიდან რო­გორც ჰიდროლოგიური და მეტეოროლო­გიუ­რი მოდელირების სპეციალისტი. მან მომზადა  სა­დო­ქ­ტორო ნაშრომი საქართველოს მყინვარების თანამედროვე მდგომარეობის შესახებ.
სოფიო ბერიძე - პროექტის ძირითადი შემსრულებელი ახალგაზრდა მკვლევარი არის გეოგრა­ფიისა და GIS  ტექნოლოგიები მაგისტრი. 2019 წელს მან გაიარა სასწავლო ტური ნიდერლანდებში „კლიმატის  ცვლილებით  გამოწვეული  პრობლემების  ბუნებრივი გზით (Nature Based Solutions) გა­დაწყვეტა“. ამავე წელს  მან მონაწილეობა მიიღო მყინვარის მასის ბალანსის მონიტორინგის ყო­ველ­წლიურ გლაციოლოგიურ ექსპედიციაში სვანეთის  კავკასიონის  მყინვარებზე. 2020 წელს იგი გახდა განათლების  საერთაშორისო  ცენტრის  სტიპენდიანტი  და  მიწვეული სპეციალისტი  მსოფ­ლიო  მყინვარების  კვლევით ცენტრში − WGMS, ციურიხი, შვეიცარია. მან ციურიხის უნივერ­სიტე­ტის, გეოგრაფიის დეპარტამენტში გაიარა მყინვარის მასის ბალანსის კურსი, როგორც საველე და­კვირვებების, ასევე  დისტანციური  ზონდირების  საშუალებით. მას გავლილი აქვს ტრეინინგები გეოინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების და პროგრამების შესახებ. სოფიო ბერიძემ მოამ­ზადა სადოქტორო ნაშრომი კლიმატის თანამედროვე ცვლილების გავლენით  საქართველოს მყინ­ვარების დეგრადაციის საკითხებზე.
საჭირო ბმულები
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი © 2025. ყველაუფლება დაცულია. ბოლო განახლება 13.07.2025